“შეკავების პოლიტიკა”, “ტრუმენის დოქტრინა”, მარშალის გეგმა, “ჟდანოვის დოქტრინა”, “ორი ბანაკის “ თეორია
Posted by : ლელა კაკაშვილი
Friday, 24 January 2020
“შეკავების პოლიტიკა”, “ტრუმენის დოქტრინა”, მარშალის გეგმა,
“ჟდანოვის დოქტრინა”, “ორი ბანაკის “ თეორია
აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მიმდინარე მოვლენების გამო აშშ-მ შეცვალა თავისი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ. ამ პოლიტიკას ეწოდა “შეკავების” დოქტრინა (დოქტრინა ანუ პოლიტიკური ქმედებისათვის კარგად ჩამოყალიბებული ძირათადი სახელმძღვანელო დებულება),რომლის ავტორი იყო ამერიკელი დიპლომატი (ელჩი მოსკოვში) ჯორჯ. ფ. კენანი. “შეკავების” პოლიტიკის მიხედვით საბჭოთა ტერიტორიული ექსპანსია დასავლეთში უნდა შეეკავებინა აშშ-ს ძალისმიერი პოლიტიკით, ხოლო მოსკოვის გავლენის შეფარვით გავრცელება ( მაგ. კომუნისტური პარტიების ამოქმედება დასავლეთით, რომლებიც კრემლოდან იმართებოდა) _ უხვი ეკონომიკური დახმარებით. აშშ ცდილობდა განეხორციელებინა “დომინოს პრინციპის” კონცეფცია, რომლის მიხედვით თუ დედამიწის რომელიმე რეგიონში დაემხობოდა პროდასავლური რეჟიმი, ეს გამოიწვვევდა მთავრობათა დაცემას მეზობელ ქვეყნებშიც, როგორც ეცემიენ ერთიმეორეს მიყოლებით დომინოს ქვები, ამიტომ აშშ-ს უნდა შეეკავებინა საბჭოთა გაველნისაგან და დაეცვა გაწითლებისაგან ევროპა.
კენანის დოქტრინა ამოქმედდა მაშინ, როდესაც “გაწითლების” საფრთხე საბერძნეთს დაემუქრა. 1947 წელს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა კონგრესის წინაშე განაცხადა, რომ აშშ მზადაა ყოველმხრივ დახმარებოდა არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ სხვა “თავისუფალ ერებს” შინაური შეიარაღებული უმცირესობისა თუ გარეშე ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. “ტრუმენის დოქტრინით” გათვალისწინებულმა სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ დასავლეთისათვის სასურველი შედეგი გამოიღო. ბერძენი კომუნისტები დამარცხდნენ, ხოლო თურქეთი დაჩქარებული წესით, 1952 წელს მიიღეს ნატოში. აშშ-მ შეძლო ბალკანეთზე საბჭოთა გავლენის გაფართოების შეჩერება.
“შეკავების პოლიტიკის” კიდევ ერთი ხერხი იყო ომისშემდგომი ევროპის დანგრეული მეურნეობის აღდგენა. 1947 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა
ჯორჯ მარშალმა, ევროპას შესთავაზა ეკონომიკის აღდგენის პროგრამა, რომელიც ასევე ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირისა დ მისი ევროპელი “მოკავშირეების” დახმარებას, მაგრამ საბჭოთა კავშირმა უარყო ეს დახმარება. 1948 წელს შეიქმნა “ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია” (OEEC) 1948-52 წწ-ში ამ ორგანიზაციის წევრმა 16-მა ქვეყანამ აშშ-საგან მიიღო 14 მილიარდ დოლარად შეფასებული დახმარება ნედლეულის, საქონლისა და კაპიტალის სახით.
საბჭოთა კავშირმა “მარშალის გეგმას” უპასუხა “ჟდანოვის დოქტრინით”. 1947 წელს ვ. ჟდანოვმა განაცხადა _ “მსოფლიო გაყოფილია ორ ურთიერთდაპირისპირებულ კაპიტალისტურ (ანუ იმპერიალისტურ) და სოციალისტურ ბანაკად”. ამით საბოლოოდ დაესვა წერტილი “ერთიანი მსოფლიოს” კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობასაც.
დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობა თანდათან კონფრონტაციაში გადაიზარდა. გარდა იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ბლოკებად დაყოფილი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირმა “ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს” საპასუხოდ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დამორჩილებული სახელმწიფოები გააერთიანა “ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოში”.