Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 11 April 2018


გენერალური შტატები საფრანგეთში


   ინგლისის მსგავსად  წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები ოდნავ მოგვიანებით ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც შეიქმნა.
   საფრანგეთში რეფორმების ახალი ეტაპი უკავშირდება ფილიპე IV ლამაზს. მის დროს სამეფო ხელისუფლება მეტად გაძლიერდა. ფილიპე სამეფო ხაზინის შესავსებად ბეგარას ადებდა ფეოდალებს, ქალაქებს და ეკლესიასაც კი, რამაც გამოიწვია პაპ ბონიფაციუსი VIII-ის უკმაყოფილება. ამ დროს რომის პაპმა საგანგებო ბულით აკრძალა სასულიერო წოდებისათვის გადასახადების დაკისრება. საპასუხოდ, ფილიპ IVემ პაპის გვერდის ავლით, საფრანგეთიდან ფინანსების გატნა აკრძალა. დავა დასრულდა მეფის გამარჯვებით.  
   წორედ ამ დროს, მეფესა და პაპს შორის არსებული კონფლიქტის გამო 1302 წელს ფილიპემ პირველად მოიწვია ე.წ. გენერალური შტატები, რომელიც წარმოადგენდა მანამდე არსებული სამეფო საბჭოს გაფართოებულ ვარიანტს. შტატებში შედიოდნენ მხოლოდ დიდგვაროვნები. მათ არ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების უფლება, ისინი მხოლოდ რჩევას აძლევდნენ მეფეს. მეფე შტატებს მაშინ იწვევდა, როცა მას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. 
   გენერალური შტატების როლი გაიზარდა ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს (1337-1453 წწ), მაშინ როდესაც სამეფო კარს ფეოდალების ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდა. 
   XIV საუკუნის ბოლოდან გენერალური შტატები უფრო და უფრო იშვიათად იკრიბებოდა. მისი პოზიციები მკვეთრად შესუსტდა. გენერალური შტატები უკანასკნელად 1614 წელს მოიწვია მარია მედიჩიმ თავისი ვაჟის, ახალგაზრდა ლუი XIII-ის სახელით და რადგან მაშინ დიდებულებმა სცადეს ძალაუფლების შეზღუდვა, შემდგომში, საფრანგეთის რევოლუციამდე, ფრანგ მონარქებს მისი მოწვევის სურვილი აღარ გასჩენიათ. 1614 წლიდან 1789 წლამდე გენერალური შტატები ერთხელაც არ მოუწვევიათ. 1789 წლის მაისში, საფრანგეთის რევოლუციის წინ მეფე იძულებული გახდა, მოეწვია გენერალური შტატები. შტატების წევრებმა დაარსეს ნაციონალური (ეროვნული) ანსამბლეა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის უმაღლეს წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო გახდა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -