Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018


“ოსმალობა” და “ყიზილბაშობა”,
თეიმურაზ II 1732-1744 _ კახეთის მეფე, 1744-1762_ ქართლის მეფე, ერეკლე II 1744-1762 წწ _ კახეთის მეფე, 1762-1798 – ქართლ-კახეთის მეფე

   ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოს ჯერ თურქები დაეპატრონენ და დამყარდა “ოსმალობა” ე.ი. ოსმალური მმართველობა, რომელიც მიმდინარეობდა 1723 _ 1735 წლებში. ამ დროს დასუსტებულ ირანს არ შესწევდა ძალა ოსმალეთისათვის წინააღმდეგობა გაეწია. “ოსმალობის” დროს დამპყრობდლებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ დაემორჩილებინათ საქართველო და დაეყოთ ოსმალური ტიპის პროვინციებად _ ფაშალაკებად. ამ მიზნით მათ ქვეყანა 6 პროვინციად დაყვეს და მოსახლეობას მძიმე გადასახადები დააკისრეს.
   ოსმალთა წაქეზებით გახშირდა ჩრდილოეთიდან დაღესტნელთა თავდასხმები აღმოსავლეთ საქართველოზე. ისევ დაქვეითების გზას დაადგა სოფლის მეურნეობა და საქალაქო ცხოვრება. ოსმალთა სულთანმა დაღესტნელებს უბოძა კახეთში დაპყრობილი ქართული სოფლების ნაწილი. ამ ახალმა მბრძანებლებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ადგილობრივი გლეხობა, რომლებსაც “ინგილოს” უწოდებდნენ. ამგვარად, ქართულ მიწაზე შეიქმნა ახალი პოლიტიკური ერთეული, რომელსაც ჭარ-ბელაქანი ანუ ჭარი ეწოდებოდა.
   თურქების დომინირება მალე დასრულდა და ისინი 1735 წელს ისევ გაძლიერებულმა ირანელებმა შეცვალეს. ქართველებს ოსმალებისაგან განთავისუფლების იმედი მიეცათ. ქართლში ოსმალთა წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო გივი ამილახვრის მეთაურობით, რომელიც ოსმალთა მოხელე იყო და მათ მოკავშირედაც ითვლებოდა, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ამილახვარმა ირანისკენ იბრუნა პირი. ირანიც შეეცადა დაკარგული პოზიციების აღდგენას აღმოსავლეთ საქართველოში. ამ დროს ირანს სათავეში ჩაუდგა ახალი ენერგიული მმართველი ნადირ შაჰი (1736 - 1747 წწ). დაიწყო “ყიზილბაშობის” ხანა, რომელიც მიმდინარეობდა 1735 - 1744 წლებში.
  “ყიზილბაშობის” დროს აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1741 წელს ყიზილბაშებმა აღმოსავლეთ საქართველოში  აღწერა ჩაატარეს. მათ, თითოეული მამაკაცი, 10 წლის ასაკიდან დაწყებული, ვალდებული იყო ეხადა გადასახადი ვერცხლით. ნადირ შაჰმა ვერცხლის გადასახადის გარდა, დიდი რაოდენობით ხორბალიც მოითხოვა. ქართლის მოსახლეობას ირანის სასარგებლოდ სამხედრო სამსახურიც დაევალა. მოსახლეობა იძულებული იყო დაეტოვებინა ქალაქები და გახიზნულიყო მტრისათვის ძნელად მისადგომ ადგილებში.
   როგორც დავინახეთ “ოსმალობა” და “ყიზილბაშობა” მიმართული იყო ქართული სოციალ-ეკონომიკური სისტემის მოშლისაკენ, ენის, კულტურის, სარწმუნოების გადაგვარებისაკენ, რათა ქვეყანა გადასულიყო ცხოვრების სპარსულ-ოსმალურ წესებზე.
როგორც ავღნიშნეთ ქართველებს ირანის ჯარში სამხედრო სამსახურიც დაევალათ. ლაშქრობაში ისინი საკუთარი ხარჯებით უნდა გამოსულიყვნენ და ქართლში მყოფი ირანული ჯარი სურსათითაც უნდა მოემარაგებინათ. ამ ნიადაგზე ქართლში დიდი ამბოხება დაიწყო იმავე გივი ამილახვრის ხელმძღვანელობით.
   ირანის მმართველს ნადირ შაჰს ძალიან სჭირდებოდა ქართველების თანადგომა საგარეო პოლიტიკის წარმართვისას და ამილახვრის წინააღმდეგ ბრძოლაც შაჰმა სწორედ კახეთის მეფეს, თეიმურაზ II ერეკლე I-ის ძეს დაავალა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი შაჰის დავალებას. ნადირ-შაჰმა კახეთი 1742 წელს ირანული ხარკისაგან გაათავისუფლა, ხოლო 1744 წელს თეიმურაზ II-ეს ქართლი, ხოლო მის ვაჟს ერეკლე II-ეს კახეთი უბოძა. 1745 წელს კი თეიმურაზს უფლება მისცა სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით კურთხეულიყო მეფედ. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში, ასეთი რამ პირველად მოხდა.
   ამდენად, ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტები კვლავ ერთი ოჯახის ხელში აღმოჩნდა. თუ ყიზილბაშთა ბატონობის პერიოდში, ქართველ ფეოდალთა დიდი ნაწილი ისლამზე მოექცა, XVIII საუკუნის შუა ხანებიდან უკვე მათი უმრავლესობა წინაპართა სარწმუნოებას დაუბრუნდა. ამ პერიოდში ქრისტიანობა ფართოდ გავრცელდა საქართველოს ოსურ მოსახლეობაშიც. ქართული ანბანის საფუძველზე შემუშავდა ოსური ანბანიც.
   ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. 1748 წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელად გადაუხადა ხარკი ირანის შაჰს. მას გაუგზავნა 100 ქართველი მეომარი და რამდენიმე ქალი. ასეთი ხარკი ირანისადმი თეიმურაზ II-ის ვასალური დამოკიდებულების პერიოდში, ჩვეულებრივ გამოხატავდა მორჩილებასა და პატივისცემას და ირანის შაჰის მიერ ქართველი მეფეებისათვის გამოგზავნილი უხვი საჩუქრებისა და სამხედრო ძალით დახმარების სანაცვლო იყო. 
   ასე, რომ, უკვე 1748-1749 წლებიდან ქართლ-კახეთი ფაქტობრივად გათავისუფლდა ირანელთა ბატონობისაგან, თუმცა იცავდა ვასალიტეტის ფორმალურ მხარეს. თეიმურაზ II-ის ირანში ყოფნის დროს, ერეკლე II-ემ, მის დაბრუნებამდე შეასრულა შაჰის თხოვნა და თბილისის ციხეში ირანელთა 300 კაციანი რაზმი ჩააყენა, ხოლო თეიმურაზის დაბრუნების შემდეგ ირანელებს ციხე (ნარიყალას ციხე) დააცლევინა და კახელთა რაზმები ჩააყენა.
   თეიმურაზ II და ერეკლე II შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მათ მფარველობა სთხოვეს და ფაქტიურად მათი ვასალები გახდნენ: ერევნის, განჯისა და ნახჭევანის სახანოები. კერძოდ: მეფეებმა 1749 წელს დაამარცხეს განჯის ხანი, 1751 წელს კი, ყირბულახანთან (ერევნის ახლოს) ბრძოლაში დაამარცხეს სამხრეთ აზერბაიჯანის (ადარბადაგანის) პატრონი აზატ-ხანი,  თუმცა ორჯერ _ 1751 და 1752 წლებში დამარცხდნენ შაქი-შარვანის ხანთან აჯი-ჩალაბთან. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. მიუხედავად ამისა, სერიოზული მზადების შემდეგ 1752 წლის სექტემბერში ერეკლემ სასტიკი მარცხი აგემა აჯი-ჩალაბს, მისი ლაშქარი მთლიანად გაანადგურა. ასე, რომ თეიმურამა და ერეკლემ კვლავ  თარეშს მსხვილი შემოსევებიც მოჰყვა, რომელსაც სათავეში ხუნძახის, იგივე ავარიის მფლობელი ნურსალ ბეგი ედგა. ერეკლე II-ემ მისი ჯარი ჯერ 1754 წელს მჭადიჯვართან დაამარცხა, ხოლო 1755 წელს კი ყვარელთან




- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -