Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018


ლეპანტოსთან ბრძოლა. ოსმალეთი XVII საუკუნის
80-90-იან წლებში

   სულეიმან I-ის გარდაცვალების შემდეგ თანდათანობით დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაკნინების ხანა. ოსმალეთის დაკნიკება განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა:
1. ინდოეთის ოკეანეში ახალი საზღვო გზის აღმოჩენამ შეამცირა ოსმალეთის ტერიტორიაზე გამავალი სახმელეთო სავაჭრო გზების მნიშვნელობა. 
2. ოსმალებს არ ჰყავდათ საოკეანო ფლოტი; 
3. ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ევროპელებმა ახალ კოლონიებში იმ კულტურების მოყვანა დაიწყეს, რომელთა ექსპორტს ადრე ოსმალეთი აწარმოებდა, კერძოდ: ყავა, შაქრის ლერწამი და სხვა. ყოველივე ამან  მძიმე დარტყმა მიაყენა ოსმალეთის ეკონომიკას. 
4. სამეფო კარის ხარჯებმა გადააჭარბა მანამდე არსებულ მასშტაბებს, რას ასევე ზიანს აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას.
   ხმელთაშუა ზღვაზე პოზიციების შენარჩუნების მიზნითოსმალეთმა ვენეციისაგან მოითხოვა კუნძული კვიპროსი, რასაც მოჰყვა ომი თურქეთსა და ვენეციას შორის, რომელიც მიმდინარეობდა 1570-1573 წწ-ში.  ოსმალებმა ვენეციას წაართვეს კუნძული კვიპროსი და იქ თავისი მმართველობა ჩამოაყალიბეს. კვიპროსიდან ოსმალები რეგულარულად ესხმოდნენ თავს ხმელთაშუა ზღვაში იტალიურ და ესპანურ ქალაქებს. სამხრეთ ევროპა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 
   1571 წელს კვიპროსისაკენ დაიძრა რომის პაპის ოლქის, ესპანეთის და ვენეციის საზღვაო ძალები. მათი და ოსმალების გემები განლაგდნენ ერთმანეთის პირისპირ დღევანდელი საბერძნეთის სანაპიროებთან. მათ შორის გაიმართა ლეპანტოს ბრძოლა. ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს ევროპელებმა. მათ თურქთა თითქმის მთელი ფლოტი გაანადგურეს.
ლეპანტოსთან განცდილი მარცხი იყო ოსმალთა პირველი მარცხი ევროპაში. ამ გამარჯვებამ ევროპელებს იმედი ჩაუსახა, რომ მალე ევროპიდანაც განდევნიდნენ ოსმალებს. ლეპანტოსთან მარცხით დაიწყო ოსმალეთის იმპერიის შეჩერების პერიოდი. მიუხედავადამ დიდი მარცხისა, ოსმალებმა მოახერხეს სამხედრო ფლოტის აღდგენა და კვიპროსი მაინც შეინარჩუნეს.
   ოსმალეთისა და ევროპის დაპირისპირებაში ერთერთი მთავარი მოვლენა იყო ვენის მეორე ალყა 1683 წელს. ოსმალებისათვის ვენის აღებას და გაკონტროლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპაში მისი პოზიციების განმტკიცებისათვის. ევროპელებს კი ვენის დაკარგვა დიდ საფრთხეს უქმნიდა, რადგან ვენას, თუ დაიკავებდნენ თურქები, მაშინ ისინი ადვილად შეძლებდნენ ევროპის ანექსირებას.ვენა მასობრივმა შიმშილმა მოიცვა. სწორედ ამ დროს ვენას მოუახლოვდნენ პოლონეთისა და გერმანული ჯარების გაერთიანებული ლაშქარი პოლონეთის მეფის იან სობერსკის მეთაურობით, მათ კი მოახერხეს ოსამლთა ჯარის უკუგდება.
   მალე ევროპულმა სახლმწიფოებმა 1684 წელს რომის პაპის ინიციატივით ჩამოაყალიბეს ანტიოსმალური კოალიცია "საღვთო ლიგა". დაიწყო ე.წ. "დიდი თურქული ომი", რომელიც ოსმალთათვის არასახარბიელოდ წარიმართა. 1699 წელს ოსმალეთმა კარლოვაცის საზავო ხელშეკრულება დადო "საღვთო ლიგასთან", რომლის ძალითაც ოსმალეთი იძულებული გახდა დაეთმო ევროპული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის უნგრეთი. კარლოვაცის ზავი იყო ოსმალეთის მიერ დადებული პირველი ხეშეკრულება, რომლითაც იმპერია არ იღებდა არც რაიმე ახალ ტერიტორიებს და არც კონტრიბუციას, პირიქით კარგავდა კიდევ ევროპულ სამფლობელოებს.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -