Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 16 April 2018
ოცდაათწლიანი ომი
(1618-1648 წწ)
1555 წელს დადებულმა აუსბურგის ზავმა ბოლო ვერ მოუღო კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაპირისპირებას გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის ტერიტორიაზე პროტესტანტები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდნენ, იმპერატორმა ფერდინანდ II-ემ დაიწყო იმპერიაში შემავალ ტერიტორიაზე, კერძოდ ბოჰემიაში მცხოვრები ჩეხი პროტესტანტების – ჰუსიტების შევიწროვება.
ჰუსიტები იყვნენ XV საუკუნის დასაწყისში ჩეხეთში წარმოქმნილი რელიგიური მოძღვრების მიმდევრები. მათ სახელი ჩეხეთის ეროვნული გმირისა და იდეოლოგის, იან ჰუსის საპატივსაცემოდ მიიღეს. იან ჰუსი გამოდიოდა ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ, მაგრამ იგი რომის პაპმა იგი შეაჩვენა, ერეტიკოსობა დააბრალეს და 1415 წელს ქ. კონსტანცაში კოცონზე დაწვეს. ჰუსიტები შემდეგში ჩაებნენ ჩეხი ხალხის განმათავისუფლებელ მოძრაობაში და მის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ.
1617 წელს პრაღაში დახურეს პროტესტანტული სამლოცველოები, ამ ფაქტს კი ჩეხების აღშფოთება მოჰყვა. 1618 წელს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ფერდინანდ II-ემ პრაღაში გაგზავნა თავისი ორი წარმომადგენელი, რომლებსაც ადგილობრივი მმართველობა უნდა ჩაებარებინათ. ჩეხმა დიდებულებმა კი, სათათბიროდ მისული იმპერატორის კათოლიკე წარმომადგენლები პრაღის ციხის ციტადელის ფანჯრიდან გადაყარეს. ეს მოვლენა ისტორიაში შესულია “დეფენსტრაციის” სახელით, რადგანაც “ფენსტერ”- გერმანულად ფანჯარას ნიშნავს.
დეფენსტრციამ მხარეებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა. ბოჰემიაში დაიწყო ჩეხი დიდებულების აჯანყება, თუმცა იმპერატორმა მოახერხა ამ აჯანყების ჩახშობა და ჩეხეთში დაიწყო უმკაცრესი რეფორმების გატარება. ამასობაში კი იმპერატორს აუჯანყდნენ ჩრდილო გერმანელი პროტესტანტი დიდებულები, რადგანაც ისინი შიშობდნენ, რომ იმპერატორი მათაც მოსთხოვდა გაკათოლიკებას.
ასე დაიწყო ხანგრძლივი ომი გერმანელ პროტესტანტ დიდებულებსა და იმპერატორს შორის. პირველ ეტაპზე ეს ომი გერმანიის საზღვრებს არ გასცდენია, თუმცა მალე, ამ კონფლიქტში ევროპის სხვა სახელმწიფოებიც ჩართვნენ. გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს მხარი დაუჭირეს ესპნელმა კათოლიკე ჰაბსბურგებმა, გერმანელ პროტესტანტებს მხარი დაუჭირა, ასევე პროტესტანტმა დანიის მეფემ.
იმპერატორის არმია შეიარაღებით და ტაქტიკური განსწავლულობით გერმანელი პროტესტანტი დიდებულების ჯარზე მაღლა იდგა და შესაბამისად გამარჯვებაც მათ მხარეზე იყო. გამარჯვებულმა იმპერატორმა ფერდინანდმა საომარი ოპერაციები ახლა ჩრდილოეთ გერმანიის მიმართულებით წარმართა, სადაც დაამარცხა დანიის ჯარები და და იქაური ქალაქები მიწასთან გაასწორა.
1630 წლიდან ომში ჩაერთო შვედეთი. ამ ქვეყანას მართავდა პროტესტანტი მეფე გუსტავ II ადოლფი, რომელიც შიშით უყურებდა გერმანიის იმპერატორის დაპყრობით ომებს გერმანიაში და ბალტიის ზღვის აუზში. დავდაპირველად შვედეთის მეფეს მხარი არ დაუჭირეს გერმანელმა პროტესტანტებმა (ლუთერანებმა). გუსტავ II ადოლფის ერთადერთი მოკავშირე ამ ომში მხოლოდ საფრანგეთი იყო. საფრანგეთი ცდილობდა ჰაბსბურგების დასუსტებას, სწორედ ამიტომ იგი შვედებს ფინანსურად ეხმარებოდა.
1631 წელს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის ჯარებმა მიწასთან გაასწორა პროტესტანტების ქალაქი მაგდებურგი. ამ ფაქტმა გერმანელი პროტესტანტების (ლუთერანების) დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამის შემდეგ ისინი შვედებს მიემხრნენ. ოთხ წლიანი საომარი ოპერაციების შემდეგ ერთერთ ბრძოლაში მოკლეს შვედეთის პროტესტანტი მეფე გუსტავ II ადოლფი, რის შემდეგაც შვედებმა გერმანიის სამხრეთ ტერიტორიები დაკარგეს. პროტესტანტი გერმანელი დიდებულები იძულებულები გახდნენ დაზავებოდნენ იმპერატორს.
1635 წლიდან, მას შემდეგ რაც შვედეთი და გერმანელი დიდებულები ომში დამარცხდნენ, საფრანგეთის ხელისუფლება აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. საფრანგეთს აშინებდა ესპანელი და გერმანელი ჰაბსბურგების გაერთიანების პერსპექტივა, სწორედ ამიტომ მათ ომი დაიწყეს გერმანიის ტერიტორიაზე მყოფი ესპანეთისა და გერმანიის იმპერატორის ჯარების წინააღმდეგ. საფრანგეთის საომარ ოპერაციებში ჩაბმის პარალელურად იმპერიის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან შემოიჭრნენ შვედეთის ჯარები. ფრანგებმა და შვედებმა ააოხრეს გერმანიის ტერიტორიები. იმპერატორის ჯარებს საომარი რესურსები გამოელიათ, ამიტომ იმპერატორმა ზავი ითხოვა.
საზავო ხელშეკრულება გერმანიის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს, საფრანგეთსა და შვედეთს შორის გაფორმდა 1648 წელს გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ვესტფალიაში. ამ ზავის მიხედვით:
1. შვედეთმა მიიერთა გერმანიის ჩრდილოეთ ტერიტორიების ნაწილი;
2. საფრანგეთმა გერმანიისაგან მიიღო ელზასის მხარე;
3. შვეიცარიამ და ნიდერლანდებმა კი საღვთო რომის იმპერიისაგან მიიღეს დამოუკიდებლობა;
4. აღარავინ დაისჯებოდა რელიგიის გამო, პროტესტანტებსაც და კოთოლიკეებსაც თანაბარი უფლებები ექნებოდათ;
5. პროტესტანტებს ენიჭებოდათ წირვა-ლოცვის უფლება;
6. საღვთო რომის იმპერიაში ლუთერანების (პროტესტანტების) გარდა სხვა არავინ იქნებოდა მიღებული ან შეწყნარებული;
7. დიდი უფლებები ებოძათ გერმანულ სამეფო-სამთავროებსაც იმ პირობით, რომ ისინი სამხედრო კავშირს არ შეკრავდნენ იმპერიის წინააღმდეგ; მათი დამოკიდებულება იმპერატორის მიმართ მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა;
8. ჰაბსბურგებს სამართავად დარჩათ ძირითადად დღევანდელი ავსტრიის ტერიტორია; (გერმანიის ტერიტორიაზე კი 300-მდე დამოუკიდებელი სამეფო, სამთავრო და ქალაქ-სახელმწიფო ჩამოყალიბდა;
9. და სხვა;