Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 20 April 2018


ნაოილეონ ბონაპარტი

  1769 წლის 15 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის მომავალი იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი. ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. მის დაბადებიდან 1 წლის შემდეგ საფრანგეთმა აიძულა გენუის რესპუბლიკა კორსიკა გარკვეულ საფასურად გადაეცა მისთვის 4 წლის ვადით. ნაპოლეონის მამა კარლო ბუონაპარტე და სხვა კორსიკელები პასკუალე პაოლის მეთაურობით შეეწინააღმდეგნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ. გამარჯვების შემდეგ ფრანგებმა ამნისტია გამოაცხადეს და ერთ–ერთი პირველი მათ მხარეს კარლო ბუონაპარტე გადავიდა. 1764 წელს მან იქორწინა ლეტიცია რამოლინოზე. მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8–მ მიაღწია სრულწლოვნებას.
           ნაპოლეონ ბუონაპარტე (1764/1765 – 17 აგვისტო 1765)მარია ანა ბუონაპარტე (3 იანვარი 1767 – 1 იანვარი 1768)ჟოზეფ ბონაპარტი (7 იანვარი 1768 – 28 ივლისი 1844)ნაპოლეონ ბონაპარტი (15 აგვისტო 1769 – 5 მაისი 1821)მარია ანა ბუონაპარტე (1770),მარია ანა ბუონაპარტე (14 ივლისი – 23 ნოემბერი 1771),ერთი დაუბადებელი ვაჟილუსიენ ბონაპარტი (21 მაისი 1775 – 29 ივნისი 1840),ელიზა ბონაპარტი (13 იანვარი 1777 – 7 აგვისტო 1820),ლუის ბონაპარტი (2 სექტემბერი 1779 – 25 ივლისი 1844),პოლინ ბონაპარტი (20 ოქტომბერი 1780 – 9 ივნისი 1825),კაროლინ ბონაპარტი (24 მარტი 1782 – 18 მაისი 1839),ჟერომ ბონაპარტი (15 ნოემბერი 1784 - 24 ივნისი 1860).
         1778 წლის 15 დეკემბერს ნაპოლეონი და მისი უფროი ძმა ჟოზეფი გააგზავნეს ოტინელ ეპისკოპოსთან, რომელმაც ნაპოლეონი დროებით ფრანგული ენის შესასწავლად კოლეჯში მოაწყო. 3 თვის შემდეგ ის ბრიენის სკოლაში გადავიდა. აქ მან 5 წელი დაჰყო. წარმატებულმა კურსანტმა ბუონაპარტემ პარიზის სამხედრო სკოლაში სწავლა დაიმსახურა. ათთვიანი სწავლის შემდეგ 1785 წელს მამის სიკვდილის გამო ის იძულებული გახდა გამოსაშვები გამოცდები ჩაებარებინა და ოჯახს ჩასდგომოდა სათავეში და სამუშაოდ ის გაიგზავნა ქალაქ ვალანსის გარნიზონის საარტილერიო პოლკში.


   1785 წელს დაიწყო ნაპოლეონის სამხედრო კარიერა, არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის ჩინით. ნაპოლეონი რევოლუციას თავიდანვე მიემხრო. იგი განსაკუთრებით დაუახლოვდა მაქსიმილიან რობესპიერის ძმას ოგიუსტენ რობესპიერს, რომლის რეკომენდაციით იაკობინებმა ნაპოლეონი ტულონის ოპერაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.1793 წელს ნაპოლეონმა პირველად სწორედ აქ იზეიმა პირველი დიდი გამარჯვება, როდესაც საფრანგეთის რევოლუციურმა არმიამ, კაპიტან ბონაპარტის მეთაურობით იერიშით აიღო ინგლისელებისა და კონტრრევოლუციონერების მიერ დაკავებული ტულონი.
   იაკობინთა დამხობის შემდეგ თერმიდორელებმა რობასპიერთან სიახლოვის გამო ნაპოლეონი ხანმოკლე ვადით დააპატიმრეს.
   ბონაპარტი პარიზში მსახურობდა, როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. დამსჯელი რაზმის სარდლობა ნაპოლეონმა იკისრა. მან დაიკავა არტილერიის ნაწილები ახალგაზრდა კავალერიის ოფიცერ, იოახიმ მიურატის (რამდენიმე ხანში იგი ნაპოლეონის სიძე გახდა) დახმარებით და დაამარცხა აჯანყებულები. მათგან 300 დაიღუპა, დანარჩენებმა კი შეწყვიტეს წინააღმდეგობა. მონარქისტული ამბოხების ჩახშობით ნაპოლეონმა დირექტორიის სიმპათიები მოიხვეჭა, რამაც მისი სწრაფი დაწინაურება გამოიწვია და მალე მას იტალიის საზღვარზე განლაგებული არმია ჩააბარეს. ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ნაპოლეონს შეუყვარდა დირექტორიის მთავარი ლიდერის, ბარასის ყოფილი მეუღლე ჟოზეფინა, ვისზეც მან 1796 წლის 9 მარტს იქორწინა.

    ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, ნაპოლეონმა პარიზი დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა საფრანგეთის სამხრეთის არმიის წინამძღოლობა, რომელიც 1796 წლის აპრილში გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით იტალიაში შეიჭრა.
   1796 წლის 12 აპრილს მონტენოტესთან და იმავე წლის 10 მაისს ლოდისთან მან დაამრცხა ავსტრიის ძალები, განდევნა ისინი ლომბარდიიდან და დაიმორჩიალა პაპის მცირე ტერიტორიებიც.
   1797 წლის მარტში მან პაპი საერთოდ ჩამოაგდო და დაატყვევა. ტყვეობაში პაპი პიუს VI ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. 1797 წლის პირველ თვეებში ნაპოლეონმა თავისი ჯარები გადაიყვანა ავსტრიაში და დადო მასთან სამშვიდობო ზავი რომლის ძალითაც ავსტრიის იმპერია იძულებული გახდა გადაეცა საფრანგეთისათვის იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგ ნაპოლეონი ილაშქრებს ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამარცხებს მათ ჯარებს და ბოლოს უღებს მის თითქმის ათასწლოვან დამოუკიდებლობას.
   ნაპოლეონის სამხედრო ტრიუმფების სერია რა თქმა უნდა იყო მისი სამხედრო საქმისადმი დიდი განსწავლულობისა და ცოდნის შედეგი. იტალიის კამპანიის პერიოდში ძალზედ გაიზარდა ნაპოლეონ ბონაპარტის - მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის - ავტორიტეტი და პოპულარობა. 1797 წლის მაისში, პარიზში მან გამოსცა თავისი რიგით უკვე მესამე გაზეთი (Le Joirnal de Bonaparte et das hommes vertueux)
     დირექტორიას არ სიამოვნებდა რა ნაპოლეონის პოპულარობა ხალხის თვალში, დაიწყო მისი გაპროტესტება. ისინი ადანაშაულებდნენ ნაპოლეონს იტალიის ძარცვა-გლეჯაში და უფლება-მოსილების გადაჭარბებაში, როდესაც მარტომ დადო ხელშეკრულება ავსტრიასთან. ორთვიანი ფიქრის შემდეგ ნაპოლეონმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები ჯერ კიდევ არ იყო იმისათვის საკმაოდ ძლიერი, რომ ინგლისის სამეფო ფლოტს დაპირისპირებოდა. მან საფრანგეთის მმართველ წრეებში წამოაყენა წინადადება ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციის შესახებ და ამის საშუალებით ძირი გამოეთხარა ინგლისის სავაჭრო ინტერესებს ინდოეთში. ბონაპარტეს სურდა დაეარსებინა საფრანგეთის ინტერესების სფერო შუა აღმოსავლეთში და შეეკრა კავშირი ინგლისის მოწინააღმდეგე ტიპუ სულთანთან ინდოეთში. ნაპოლეონი არწმუნებდა დირექტორიას, რომ "როგორც კი ის დაიპყრობდა ეგვიპტეს, მაშინვე დაამყარებდა კავშირს ინდოელ მმართველთან და მასთან ერთად დაამხობდა ინგლისურ მმართველობას." 1798 წელს ტალეირანმა განაცხადა: "ეგვიპტის დაპყრობით, ჩვენ გავაგზავნით 15,000 სამხედროს სუეციდან ინდოეთში, ისინი შეუერთდებიან ნაპოლეონისა და ინდოელთა ძალებს და ერთობლივი ძალებით გადააგდებენ ინგლისურ უღელს."
   1798 წლის მაისში ნაპოლეონი მეცნიერების ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს. ეგვიპტურ ექსპედიციაში მას თან ახლდა 167 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფი: მათემატიკოსები, ბუნებისმეტყველები, ქიმიკოსები. მათ თავიანთი აღმოჩენები როზეტის ქვის ჩათვლით, აღწერეს ნაშრომში "Description de I'Egypt " 1809 წელს.
   1798 წლის 9 ივნისს ნაპოლეონმა მალტას მიაღწია, რომელსაც ფრანგი რაინდები მართავდნენ, თუმცა ფრანგული წარმოშობის რაინდებმა არ ინებეს ნაპოლეონის კუნძულზე შეშვება, მაშინ გენერალმა ჭკვიანური გეგმით, ძალით მოახერხა კუნძულის აღება და თითქმის უდანაკარგოდ (დაიღუპა 3 ჯარისკაცი) ჩაიგდო ხელში უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა.
   ბონაპარტე თავისი ექსპედიციით აცდა სამეფო ფლოტს და 1 ივლისს ალექსანდრიაში გადაჯდა. ჩობრაკიტის ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა მამლუქები, შუა აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი ძალა. ეს იყო ფრანგული გეგმის პირველი ეტაპი, მალევე ფრანგებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს პირამიდების ბრძოლაში, რომელიც პირამიდებიდან 6 კილომეტრის დაშორებით გაიმართა. ფრანგებმა 6 000-მდე მამლუქი მოკლეს, თავიანთი დანაკარგი კი მხოლოდ 200 კაცს შეადგენდა.

    1 აგვისტოს ბრიტანეთის ფლოტმა ჰორაციო ნელსონის მეთაურობით გაანადგურა თითქმის ყველა ფრანგული გემი, ნაპოლეონის მიზანი, გაემყარებინა ფრანგული პოზიციები ხმელთაშუა ზღვაში, ჩავარდა. ადრეულ 1799 წელს ბონაპარტემ თავისი ჯარები დამასკოს ოტომანთა პროვინციისაკენ გაიძღოლა და 13 000 ჯარისკაცით აიღო სანაპირო ქალაქები: ელ-არიში, ღაზა, იაფა. განსაკუთრებით სისასტიკით გამოირჩეოდა იაფას ალყა, მამაკაცები, ქალები, ბავშვები სამი დღის განმავლობაში სასტიკად იხოცებოდნენ.
   სხვადასხვა ავადმყოფობით, ძირითადად ბუბონის ჭირით დასუსტებული არმიით ნაპოლეონისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა აკოს აღება და მაისში ეგვიპტისაკენ გაბრუნდა. უკანდახევისას, 25 ივლისს, ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ოტომანთა ჯარები აბუკირთან.
   ძალაუფლების კრიზისი პარიზში თავის აპოგეას 1799 წელს აღწევს, როდესაც ბონაპარტი თავის მეომრებთან ერთად ეგვიპტეში იმყოფებოდა. კორუმპირებულ დირექტორიას აღარ შეეძლო რევოლუციის დაპყრობების მომარაგება. იტალიაში რუსულ–ავსტრიულმა ძალებმა, რომელთაც ალექსანდრე სუვოროვი ხელმძღვანელობდა გაანადგურეს ნაპოლეონის მიერ დატოვებული მთლიანი ჯარი, შეიქმნა ასევე იმის საშიშროება რომ ისინი საფრანგეთშიც შეიჭრებოდნენ.
   საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ძლიერი სამხედრო დიქტატურის დამყარებისაკენ.
   ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორად შეაფასა დირექტორიის არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი ხმელთაშუა ზღვაში სასწაულებრივად დაუსხლტა ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდა.
   ნაპოლეონმა, რომელიც ემზადებოდა ინგლისში დესანტის გადასასხმელად, მიიღო ცნობა, რომ 27 აგვისტოს ავსტრიის ჯარები ბავარიაში შეიჭრნენ. მან დაიწყო ძალების გადასროლა ბულონის ბანაკიდან რაინზე ფელდმარშალ კარლ მაკის ავსტრიის დუნაის არმიის (80 000 კაცი) გასანადგურებლად კუტუზოვის არმიის (50 000 კაცი) მოსვლამდე. თავისი ჯარების (220 000 კაცი) მოხერხებული მანევრით ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა მაკის არმიას ულმთან და 8 ოქტომბერს აიძულა იგი დანებებოდა. რუსეთის ჯარები, რომლებიც ბრაუნაუში 29 სექტემბერს მივიდნენ, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ საარიერგარდო ბრძოლით დაეხიათ უკან დუნაის მარჯვნივ, ნაპირის გაყოლებით. ნაპოლეონი შეეცადა მოემწყვდია რუსეთის ჯარები, მაგრამ ისინი დუნაიზე ფრანგების მოსვლამდე გადავიდნენ, ხოლო 30 ოქტომბერს დაამარცხეს ედუარდ მორტიეს კორპუსი. 1 ნოემბერს მარშალ იოახიმ მიურატის ავანგარდი შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. 1805 წლის 4 ნოემბერს პეტრე ბაგრატიონის საფარმა რაზმმა (6 000 კაცი) შენგრაბენის ბრძოლაში ფრანგთა 30 000-იანი ავანგარდის იერიში მოიგერია, რითაც მთავარ ძალებს საშუალება მისცა დაეხიათ ოლმიუცისაკენ, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. 1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცის ბრძოლაში მოკავშირეთა ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ პრესბურგის ზავს (1805). რუსეთის ჯარები გაიყვანეს რუსეთში.
   ზღვაზე საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი განადგურებულ იქნა ტრაფალგარის ბრძოლაში (1805). მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნეაპოლსა და ჩრდილოეთ გერმანიაში უშედეგოდ დამთავრდა. ომში ნათლად გამომჟღავნდა ნაპოლეონის უდიდესი სამხედრო ნიჭი.
   როდესაც 1812 წლის 24 ივნისს ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა, მან დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა თავიდან ფრანგებს ყველაფერი კარგად მისდიოდათ სანამ ზამთარი არ დადგებობა. კუტუზოვმა გადაწყვიტა დაეთმო ფრანგებისთვის მოსკოვი, რადგან ფრანგებს ძალიან გაუჭირდებოდათ ზამთარში საკვების გარეშე ყოფნა. კუტუზოვის აზრით მოსკოვის დათმობით არ დაიკარგება ქვეყანა, ჯარის დაკარგვა კი დამარცხებას ნიშნავდა. მოსკოვში შესვლის შემდეგ, ნაპოლეონმა ნახა დაცარიელებული ქალაქი და გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში, თუმცა ზამთარში ეს ძალიან რთული იყო. უკან დახევისას მან დაკარგა არმიის ნახევარი.
   რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. 1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგთან ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს ბრძოლა მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან (ე.წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები 1814 წელს პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი გადადგა. იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. პარიზში ბურბონები და რევოლუციის დროს გაქცეული არისტოკრატები დაბრუნდნენ.
   საფრანგეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ძველი რეჟიმის აღდგენას. ნაპოლეონმა ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით და ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნდა. გმირებს მონატრებული ფრანგი ხალხი მას შეხვდა როგორც მხსნელს. ნაპოლეონის მმართველობის ბოლო თვეებს „ასი დღე“ შეერქვა. მოკავშირეებმა ომი განაახლეს. 1815 წელს, ბელგიის ახლოს, სოფელ ვატერლოოსთან ნაპოლეონი თავის უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა.
   დატყვევებული იმპერატორი ინგლისელებმა წმინდა ელენას კუნძულზე (ატლანტის ოკეანე) გადაასახლეს და მიუვლინეს ზედამხედველი. შვიდი წელი მისი სამფლობელო იყო ერთი საკანი და პატარა ბაღი. 1821 წლის 5 მაისს, 52 წლის ასაკში, ნაპოლეონი გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, იმპერატორი ტროპიკულმა ჰეპატიტმა შეიწირა, ხოლო მეორე ვერსიით ბრიტანელებმა მოწამლეს.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -