Posted by : ლელა კაკაშვილი Monday, 16 April 2018


კათოლიკური ეკლესიის თვითრეფორმირება 
და კონტრრეფორმაცია

           რეფორმაციის შედეგად ევროპის ბევრმა ქვეყანამ მთავარ რელიგიად პროტესტანტობა აირჩია. რომის პაპი და კათოლიკური ეკლესია დიდი საფრთხის წინაშე დადგა. პაპი ძირითადად ევროპის სამხრეთში ინარჩუნებდა გავლენას
           რეფორმაციული მოძრაობის წარმატებამ ევროპაში და შელახულმა ავტორიტეტმა, კათოლიკურ ეკლესიას თვითრეფორმირებისკენ უბიძგა. ეს პროცესი დაიწყო პაპ პავლე III-ის თაოსნობით. 1545 წელს მან მოიწვია საეკლესიო კრება ტრიენტში და ის დაახლოებით 20 წელი გრძელდებოდა. kreba mimdinareobda 1545-1563 wlebSi).კრების მიზანი იყო რეფორმაციის წინააღმდეგ ღონისძიებების შემუშავება ევროპაში პროტესტანტიზმის შემდგომი გავრცელების შეჩერება. ამ ხანგრძლივი დისპუტების პროცესში კრებამ დაადგინა, რომ 
1. მხოლოდ ეკლესიას აქვს ბიბლიის ინტერპრეტაციისა (ganmartebebis) და მრწამსის განსაზღვრის უფლება. 2. წმინდა წერილთან ერთად საეკლესიო ტრადიციაც მიიჩნიეს მნიშვნელოვნად. 3. ურყევი იყო აზრი შვიდი საიდუმლოს შესახებ.4. კრებამ აკრძალა ინდულგენციებით ვაჭრობა. 
      1542 წელს პაპმა პავლე III -მ გაითვალისწინა ესპანური გამოცდილება და დაარსა რომის ინკვიზიცია, დაწესებულება, რომელიც ერეტიკოსებს დევნიდა. ინკვიზიციის განაჩენი კოცონზე დაწვა (აუტოდაფე) საჯაროდ აღესრულებოდა. კათოლიკეებმა ევროპის ქვეყნებსი დაიწყეს მისიონერული მოღვაწეობა და ამავდროულად კათოლიკე მღვდელ-მონაზვნების განათლების ამაღლებისათვის ზრუნვა. მათ დაარსეს რამდენიმე სასულიერო სემინარია; გაამკაცრეს ცენზურა ლიტერატურაზე. შეიქმნა „აკრძალული წიგნების“ სია. გამწვავდა ინკვიზიციაც _ კათოლიკურ ქვეყნებში პროტესტანტების დევნამ სასტიკი ფორმაბი მიიღო.
     კონტრრეფორმაციის გამოვლინება იყო ბასკი დიდგვაროვანის, იგნასიო ლოიოლას მიერ 1534 წელს შექმნილი „იესოს საზოგადოება“, რომელიც ცნობილია იეზუიტთა ორდენის სახელწოდებით. ორდენის ბერებს ევალებოდათ ყველა საშუალებით ებრძოლად კათოლიკური ეკლესიის ოპონენტთა და პროტესტანტთა წინააღმდეგ. ყოფილმა ოფიცერმა ლოიოლამ ორდენი სამხედრო ყაიდაზე მოაწყო. მის წევრებს ორდენის მეთაურის უსიტყვო მორჩილება ევალებოდათ. იეზუიტებს უმკაცრესი დისციპლინა ჰქონდათ. იეზუიტების ხელმძღვანელს გენერალი ეწოდებოდა. ის რომის პაპის შემდეგ კათოლიკურ ეკლესიაში გავლენით მეორე პირი იყო. იეზუიტები ემორჩილებოდნენ მხოლოდ გენერალს და უშუალოდ რომის პაპს.
კონტრრეფორმაციის პროცესში კათოლიკურმა ეკლესიამ ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - დაებრუნებინა ყველა ქრისტიანი კათოლიკური ეკლესიის წიაღში, მაგრამ მოახერხა გავლენის აღდგენა.




- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -