Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018



1804 წლის ქართლის მთიანეთის აჯანყება

   1804-1813 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-სპარსეთის (ირანის) ომი. ამ ომის დროს აღმოსავლეთ საქართველო ფრონტის ხაზს წარმოადგენდა და რუსული ჯარის გადმოყვანა კავკასიონზე ძირითადად საქართველოს სამხედრო გზის მეშვეობით ხდებოდა, რომელიც ხშირად გაწმენდასა და შეკეთებას საჭიროებდა. ამ საქმეს რუსი მოხელეები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ. ისინი ქართველ მთიელებს ამუშავებდნენ აუტანელ ყინვაში, აყენებდნენ შეურაცყოფას, ართმევდნენ სურსათს. იყო შემთხვევები, როცა რუსმა ჯარისკაცებმა ქალები უღელში შეაბეს და მათრახებით სცემეს. სამუშაოდ გასული მთიულებიდან რუსმა მოხელეებმა და ჯარისკაცებმა ცემით მოკლეს 23 კაცი. ასეთ ვითარებას მთიულეის ორგანიზებული პროტესტი მოჰყვა. 1804 წელს, მაისში განაწამები მთიულები აჯანყდნენე. მათ თიანეთში მოკლეს რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები. აჯანყებულებმა დაიკავეს სამხედრო გზაზე მდებარე საგუშაგოები, ალყა შემოარტყეს ანანურსა და დუშეთს. მთიულებს ფშავ-ხევსურები და თრუსოს ხეობის ოსები შეუერთდნენ.
   ამბოხებულებმა იმერეთში მოციქულები გაგზავნეს და ერეკლეს ვაჟები იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები მიიწვიეს. ფაარნაოზ ბატონიშვილმა შეძლო აჯანყებულებს შეერთებოდა, იულონი კი რუსებმა შეიპყრეს და საქართველოდან გადაასახლეს. ეს ამბოხი მთავარმართებელმა ციციანოვმა (1802-1806) ჩაახშო. რუსული ჯარი აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა. რუსებმა შემდეგში ფარნაოზ  ბატონიშვილიც შეიპყრეს და ისიც რუსეთში გადაასახლეს.
     1804 წლის ქართლის მთიანეთის აჯანყება იყო პირველი დიდი შეიარაღებული გამოსვლა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ. ამ აჯანყებამ ცხადყო, რომ, ქართველ ერში არ ჩამკვდარა სახელმწიფოებრიობის აღდგენის სურვილი და მისწრაფება.

1812 წლის კახეთის აჯანყება
    საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მძიმე იყო 1811 წელი. მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ყოველივე ამას თან დაერთო დიდი მოუსავლიანობა. საქართველოში მყოფ რუსულ ჯარს კი 1812 წლის იანვარში პურის ერთი თვის მარაგიც არ გააჩნდა. მოსახლეობამ უარი თქვა მთავრობისათვის პურის დაბალ ფასში მიყიდვაზე. ამის პასუხად მთავარმმართებელმა პაულუჩიმ (1811-1812 წწ) მოსახლეობის დაწიოკება დაიწყო. 




    რუსი ჯარისკაცები ოჯახებში პურს დაეძებნენ და თუ აღმოაჩენდნენ, ძალით მიჰქონდათ. პურის გაიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში კახეთის სოფლებში რუსი ჩინოვნიკებია გზავნიდნენ  ეგზეკუციებს ანუ დამსჯელ რაზმებს, რასაც ძალადობა და უსამართლობა ახლდა თან. ამავე დროს ისინი შეურაცყოფდნენ გლეხებს და ლოთობდნენ, ყოველივე ამას თან დაერთო შავი ჭირი.
   1812 წლის დასაწყისში შევიწროვებული კახეთის მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყებულებს სათავეში ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ჩაუდგა, რომელიც კახელებმა მეფედ გამოაცხადეს. გაზაფხულზე სოფელ ჩუმლაყთან მთავარმართებელმა პაულიჩიმ ქართველები დაამარცხა, გრიგოლ ბატონოშვილი კი დაღესტანში გაიქცა.
   1812 წლის ზაფხულში რუსეთში ნაპოლეონის არმია შემოიჭრა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ომი ირანთან, რომელიც თავის მხრივ შექმნილი ვითარების გამოყენებასა და ამიერკავკასიაში ძველი ბატონობის აღდგენას ცდილობდა. ასეთ ვითარებაში, 1812 წლის შემოდგომის დასაწყისში, კახეთში კვლავ აჯანყებამ იფეთქა. ამჯერად მას სათავეში ირანიდან დაბრუნებული ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ძე) ჩაუდგა.
   აჯანყდა კახეთი, ქიზიყი, ფშავ-ხევსურეთი, მღელვარება ქართლსაც მოედო. ქართველთა დასახმარებლად დაღესტნიდან 1200 ლეკი ჩამოვიდა. სპარსეთის მმართველმა (შაჰმა) აბას-მირზამ ალექსანდრე ბატონიშვილთან შესაერთებლად და რუსთა განსადდევნად თბილისზე გადაშქრება გადაწყვიტა, მაგრამ რუსებმა დაასწრეს და მოულოდნელი იერიშით აბას-მირზას ჯარები დაამარცხეს. ამავე დროს რუსეთმა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომშიც გაიმარჯვა. ამის შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილს გარედან დახმარების იმედი აღარ ჰქონდა და მისმა ბრძოლამ აზრი დაკარგა, ალექსანდრე დამარცხდა. აჯანყებულები კი რუსეთმა სასტიკად დასაჯა.
   1812 წლის აჯანყება კახეთში არ შეიძლება ჩვეულებრივ ანტირუსულ აჯანყებად მივიჩნიოთ. ეს იყო ბაგრატინთა სამეფო სახლისა და ქართველი არისტოკრატიის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლა. ამ აჯანყებაში მონაწილეობდა ქართველი ერის ყველა წოდება და სოციალური ფენა. მთელი ერი აღდგა შელახული ღირსების დასაცავად და დამოუკიდებლობის აღსადგენას. ეს ბრძოლა ისტორიაში შევიდა როგორც კახეთის აჯანყება, მაგრამ მასში გარდა კახეთისა, აქტიურად მონაწილეობა ქართლის მოსახლეობა, არაგვისა და დარიალის ხეობის მთიელები, განსაკუთრებით ხევსურები და ფშაველები. ამ აჯანყებას  სამშობლოს გათავისუფლების საერთ-ქართული იდეა ასაზრდოვებდა.

1819-1820 წლების გურია-იმერეთის აჯანყება

    1819-1820 წლებში იმერეთის, გურიისა და რაჭის მოსახლეობაც აჯანყდა. აჯანყების მიზეზი იყო რუსული მმართველობის უხეში ფორმების გამოყენება და საეკლესიო რეფორმა ი, რაც გულისხმობდა საეკლესიო მიწებისა და ქონების სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადასვლას (სეკულარიზაციას) და გლეხობისათვის საეკლესიო გადასახადების გაზრდას. აჯანყებულებს სათავეში დასავლეთ საქართველოს თავადები და საეკლესიო მოღვაწეები ჩაუდგნენ.



  იმერეთის აჯანყება თავიდან მიმართული იყო მოსახლეობისათვის არასასურველი საეკლესიო რეფორმის წინააღმდეგ. შემდგომ აჯანყებამ აშკარა ანტირუსული ხასიათი მიიღო და წარიმართა რუსეთის ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლების ნიშნით. იმერეთში დაწყებულ აჯანყებაში მოსახლეობის ყველა ფენა (თავადები, აზნაურები, სამღვდელოება, გლეხობა) მონაწილეობდა,
    ამბოხებულებს სურდათ იმერეთში მეფობის აღდგენა და ტახტზე სოლომონ I-ის შვილიშვილის, ივანე აბაშიძის აყვანა. რუსეთის არმიამ ამ აჯანყების ჩახშობაც შეძლო. აჯანყებულთა მეთაურები: მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი, სოლომონ I-ის ასული დარეჯან (ივანე აბაშიძის დედა), სეხნია წულიკიძე და სხვები შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. მიტროპოლიტი დოსითეოს ქუთათელი გზაში, რუსი ჯარისკაცებისაგან ნაცემი გარდაიცვალა. თავადების ნაწილი კი ოსმალეთში გადაიხვეწა. აჯანყებული გლეხები კი რუსულმა მმართველობამ სასტიკად დასაჯა.
   1819-1820 წლების იმერეთის აჯანყება, რომელშიც შემდგომ გურიასა და რაჭაშიც გავრცელდა, უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა ეროვნული მოძრაობის ისტორიაში. აჯანყებაში მონაწილე ყველა წოდებასა და სოციალურ ფენას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ეს იყო სამშობლოს გათავისუფლება რუსეთის ბატონობისაგან. აჯანყებამ ცარიზმს დაანახა, რომ ქართველი ერი ვერ შეურიგდებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და რუსეთის ბატონობის სამარცხვინო უღელს და ბრძოლას გააგრძელებდა.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -