Posted by : ლელა კაკაშვილი Sunday, 11 March 2018


არმაზის ბილინგვა

   ელინისტური პერიოდის ქართლის შესახებ ცნობებს ვხვდებით ასევე “არმაზის ბილინგვაში” _ რომელიც ორენოვანი წარწერაა. იგი შესრულებულია ბერძნულ და არამეულ ენებზე. წარწერაში მოხსენიებულნი არიან II საუკუნის იბერიის, იგივე ქართლის სახელმწიფოს მეთაურნი და  თანამდებობის პირები. 
   არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა, რომ II საუკუნეში ქართლის სამეფოს სათავეში ედგა მეფე (ქსეფარნუგი, ფარსმანი), რომელიც იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა. ქართლის სამეფოს კარზე იყო ინსტიტუტები ე.ი.თანამდებობები: 1. პიტიახშისა, წარწერაში მოხსენიებულია პიტიახში ზევახი;  2. ეზოსმოძღვრისა, წარწერაში მოხსენიებულია აგრიპა. ასევე ქართლის სამეფოსი იყო სხვა თანამდებობებიც. 
საინტერესოა ეზოსმოძღვრის თანამდებობა. იგი სათავეში ედგა სამეფო ადმინისტრაციას, განაგებდა სახელმწიფო შემოსავალს და ხელმძღვანელობდა გადასახადების აკრეფას, ასევე ხელმძღვანელობდა ლაშარსაც. ქართლის სამეფოში ოფიციალური დოკუმენტებისათვის გამოიყენებოდა ბერძნული და არამეული ენა.
   არმაზის ბილინგვა ასეთი შინაარსისაა: „მე [ვარ] სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, [რომელიც] იმარჯვებდა და ამრავლებდა [ადრე] გაკეთებულ საგმირო საქმეებს, [და არის] ეზოსმოძღვარი ქსეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპასი ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, [რომელმაც] სძლია მძლეველნი, რაც ფარნავაზმა ვერ დაასრულა. და, ასე, [სერაფიტი] იყო კეთილი და ლამაზი, რომლის მსგავსი არავინ იყო სილამაზით. და გარდაიცვალა 21 წლისა.“


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -