Posted by : ლელა კაკაშვილი Sunday 11 March 2018


ქართლის სამეფოს 
საზოგადოებრივი წყობა

   ელინისტური ხანის, კერძოდ ძვ.წ. III-II საუკუნეების იბერიის საზოადოებრივი წყობის შესახებ ცნობებს გვაწვდის I საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი.  იგი ქართლის მოსახლეობას 4 ფენად (გვარად) ყოფს:
1. მეფეთა გვარი ანუ სამეფო დინასტია, რომელიც მართავდა ქართლს; ქართლში სამეფო დინასტიას ფარნავაზმა ჩაუყარა საფუძველი, მათ ისტორიკოსები ფარნავაზიანთა სახელით მოიხსენიებენ. ძველი სამყაროს ისტორიაში საერთოდ გავრცელებული ტრადიცია იყო პირველი მეფის სახელით საგვარეულოს სახელდება. როგორიც იყო ფარნავიზის მიერ შექმილი ქართლის სამეფო. მეფესთან ერთად ქვეყნის მართვა გამგეობაში დიდ როლს ასრულებდნენ სამეფო ოჯახის წევრები. ქართლში მეფობა ძირითადად მამიდან შვილზე გადადიოდა. 
2. ქურუმთა გვარი ანუ ქურუმთა წოდება _ მათ სასულიერო კომპეტენციის გარდა ევალებოდათ საგარეო საქმეების მოგვარებაც;
3. მხედართა გვარი ანუ თავისუფალი მიწათმოქმედები და მეთემეები _ ისინი ომის დროს ლაშქარს აკომპლექტებდნენ საკუთარი შეიარაღებით;
4. სამეფო მონები (ლაოი) - ესენი იყვნენ ნახევრადთავისუფალი მეთემეები, რომლებიც სახელმწიფო მიწებზე მუშაობდნენ და ასრულებდნენ სხვადასხვა ვალდებულებას სამეფო დინასტიის მიმართ;
   სტრაბონი არ ასახელებს მონებს, რომლებიც ცხადია იყვნენ იბერიის სამეფოში, მაგრამ სტრაბონი მონებს საზოგადოების წევრებად არ მიიჩნევდა. სტრაბონი ასევე არ მოიხსენიებს ვაჭრებსა და ხელოსნებსაც, რომლებიც იმდროინდელ ქართლში დიდი რაოდენობით იყვნენ.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -