Posted by : ლელა კაკაშვილი Tuesday, 13 March 2018


მოჰენჯო-დარო
ძველი ინდური ქალაქი

     ადგილმდებარეობა - აზია, პაკისტანი, მდინარე ინდის ველი.
     მოჰენჯო-დარო აღმოაჩინეს 1922 წელს. ამ ობიექტზე არქეოლოგები თავდაპპირველად ძვ.წ. 200-იანი წლებით დათარიღებული ტაძრის გათხრას შეუდგნენ. მისი ნანგრევების ქვეშ გაცილებით ძველი და  მნიშვნელოვანი ნანგრევები აღმოჩნდა. ეს იყო ბრინჯაოს ხანის დიდი ქალაქი, რომლის არსებობა არავინ იცოდა. ამან ყველა გააკვირვა, რადგან ნანგრევები ამჟამად ნახევარუდაბნოშია, სიდანაც უახლოეს მდინარემდე საკმაოდ შორია.
    არქეოლოგებმა ამ ქალაქში სხვა ნაგებობეიც იპოვეს, მაგალითად, დიდი აბანო, აგრეთვე - საბეჭდავებზე ამოტვიფრული ნიშნები და სხვა არტეფაქტები, რომელიც მოჰენჯო-დაროს რელიგიას ინდოეთის გვიანდელ, ინდუისტურ რელიგიასთან აკავშირებს. ეს კავშირები მიგვანიშნებს, რომ ინდუიზმის ძირები, შესაძლოა იმაზე გაცილებით შორეული იყოს, ვიდრე თავდაპირველად ითვლებოდა.
    როგორ ცხოვრობდნენ ინდის ველზე: ინდის ველის მცხოვრებლებმა იცოდნენ წერა-კითხვა, იყვნენ დაოსტატებული ფეიქრები, ამზადებდნენ ხელოსნურ ნაწარმსა და ალიზის აგურებს, უხვი მოსავლის მისაღებად კი მიწას რწყავდნენ. მათი რელიგიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა, შესაძლებელია, ეთაყვანებოდნენ რამდენიმე სხვადასხვა ღმერთს. ისინი მეფე-ქურუმუს გამგებლობის ქვეშ იყვნენ.
     ინდის ველის მაცხოვრებლებს დღევანდელ ერაყამდე დაჰქონდათ სავაჭროდ საქონელი. საქონელს ისინი ინახავდნენ დიდ საწყობებში. როცა არქეოლოგებმა მოჰენჯო-დაროს ალიზის დამტვრეული აგურების ჩანაცვლება დაიწყეს, აღოჩნდა, რომ ისინი იმავე ზომისა იყო, რაც ველის სხვა ქალაქებში გამოყენებული აგური. ეს იმის მანიშნებელია, რომ ინდის ველზე მრეწველობას როგორღაც არეგულირებდნენ. ზომა-წონის სტანდარტების არსებობაც განვითარებული ცივილიზაციის მაჩვენებელია, რომელიც დოვლათისა და წინსვლის უზრუნველსაყოფად თავის ეკონომიკას აკონტროლებდა.
     რა შეემთხვევა ინდის ველს? მრავალი თეორია არსებობს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ძვ.წ. 1900 წელს, როცა ინდის ველის ქალაქები გაუკაცრიელდა და ნანგრევებად იქცა. შესაძლოა, იქაურობაზე დედამიწის ქერქის მოძრაობამ მოახდინა გავლენა, როცა ინდოეთის სუბკონტინენტი ჰიმალაებისკენ დაიძრა. ამის გამო მდინარე ინდმა მიმართულება იცვალა და ქალაქები წყალმომარაგების გარეშე დატოვა. მეორე მიზეზი შესაძლოა, ეპიდემია ყოფილიყო.
     სერ მორტიმერ ვილი: - ბრიტანელი არქეოლოგი (1890-1976). მან დანერგა ობიექტების კვადრატებად ან მართკუთხედებად გათხრის ხერხი. ამან მთელ ობიექტზე გათხრის  სხვადასხვა დონე და აღმოცენათა იოლად დაფიქსირების საშუალება მისცა. სწორედ ამ ხერხით სერ მორტიმერმა მოჰენჯო-დაროს მთავარი ბეღელი გათხარა 1950 წელს.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -