Posted by : ლელა კაკაშვილი Tuesday 13 March 2018

ადრიანე - (ახ.წ. 76-138) - რომის იმპერატორი 117 წლიდან. მან მთელ იმპერიაში იმოგზაურა და დარწმუნდა, რომ ამხელა ტერიტორიის დაცვა ადვილი არ იყო. მან იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე ევფრატთან გაავლო, ხოლო ჩრდილოეთ საზღვარი - ადრიანეს კედელთან ბრიტანეთში. ის აღმერთებდა ბერძნულ ცივილიზაციას და ბევრი შესანიშნავი შენობა ააგო რომსა და სხვა ქალაქებში.



                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            ოქტავიანე ავგუსტუსი - (ძვ.წ. 63 - ახ.წ. 14) - პირველი რომაელი იმპერატორი, იულიუს კეისრის ძმისშვილი და მემკვიდრე. მისი ნამდვილი სახელი ოქტავიანეს. რომის საიმპერატორო ტახტზე მარკუს ანტონიუსის დამარცხების შემდეგ ავიდა, ხოლო, ძვ.წ. 27 წელს სენატმა ავგუსტუსის (ღმერთისაგან აღზევებული) წოდება მიანიჭა. მისი მმართველობის ხანა ოქროს ხანა იყო, განსაკუთრებით ლიტერატურისა და არქიტექტურისათვის.


ალექსანდრე მაკედონელი - (ძვ.წ. 356-323 წწ) - მაკედონიის მეფე. ბერძნული ჯარებით ეომწბოდა სპარსელებს და ცამეტ წელიწადში შექმნა კიდეც იმპერია, რომელიც საბერძნეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერიას დიდხანს არ უარსებია, მაგრამ მას შემდეგ აზიაში გავრცელდა ბერძნული იდეები, ხმელთაშუა ზღვის სამყაროში კი აღმოსავლურმა გავლენამ მოიკიდა ფეხი.


არისტოტელე (ძვ.წ.382-322 წწ) - ბერძენი ფილოსოფოსი. მას ათენში ჰქონდა სკოლა, ასევე იყო ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი. წერდა ბევრ თემაზე, პიესებით და ლექსებით დაწყებული, პოლიტიკით და მეცნიერებით დამთავრებული. არისტოტელეს გარდაცვალებიდან 2000 წელი გავიდა, მაგრამ ის მაინც მსოფლიოს ერთერთ უდიდეს მოაზროვნედ რჩება.




არქიმედე (გარდაიცვალა ძვ.წ. 212 წ)- ბერძენი გამომგონებელი. გამოიგონა წყლის ტუმბო, რომელიც ხრახნის პრინციპით მოქმედებდა. მასვე ეკუთვნის "არქიმედეს კანონი", რომელიც აბაზანაში აღმოაჩინა. ამ კანონის მიხედვით წყალში ჩაშვებულ სხეულზე მოქმედებს ამომგდები ძალა, რომელიც სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის წონის ტოლია.








თაჰარაკა (მეფობდა ძვ.წ. 690-644 წწ) - ეგვიპტის მეფე, ოდამეხუთე დინასტიის-სამხრეთელი ნუბიელი ქუშიტების დინასტიის წარმომადგენელი.თაჰარაკას მეფობა დაემთხვა ქვეყნის აყვავების პერიოდს. მისი ბრძანებით ააშენეს უამრავი ტაძარი და ძეგლი. მისი გარდაცვალების შემდეგ ასურელებთან დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა. ქუშიტების დინასტია დამარცხდა და საბოლოოდ ჩამოშორთა ეგვიპტის სამეფო  ტახტს.



იულიუს კეისარი (ძვ.წ. 100 - 44 წწ) - რომაელი მმართველი. დაიპყრო გალია (დღევანდელი საფრანგეთი) და შეიჭრა ბრიტანეთში (ძვ.წ. 55-54 წწ). ის იყო ყველაზე ძლიერი მხედართმთავარი მთელს რომში და სენატის წინააღმდეგობის მიუხედავად რომშიც შევიდა ძვ.წ. 49 წ, დაამარცხა მეტოქე პომპეუსი და დიქტატორი გახდა. ბოლოს ის სენატის წევრებმა მოკლეს.





იუსტინიანე (483-565 წწ) - ბიზანტიის (აღმოსავლეთ რომის იმპერიის) იმპერატორი. მის მეუღლეს ერქვა თეოდორა. მათ ერთად განვიტარების ზენიტში აიყვანეს ბიზანტია. იუსტინიანე ცნობილია  კანონების კრებულით მშენებლობებით, რომელთაგანაც გამოირჩევა წმინდა აია სოფიას ტაძარი. მისმა მხედართმთავრებმა მალევე დაიბრუნებს დასავლეთ რომის იმპერიის დიდი ნაწილი.





კიროს დიდი (გარდაიცვალა ძვ.წ. 529 წელს) -

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -