Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 1 March 2018



სპარტა

       ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს პელოპონესში შეჭრილმა ბერძნულმა ტომებმა, დორიელებმა, ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიპყრეს. მათ დაარსეს ქალაქი სპარტა.  აქ ძვ.წ. IX საუკუნეში ჩამოყალიბდა ქალაქ-სახელმწიფო _ ლაკონიკა, რომლის დედაქალიც გახდა სპარტა.
       სპარტაში იყო მმართველობის განსაკუთრებული, სამხედრო-ოლიგარქიული ფორმა. სპარტას სათავეში უდგა ორი მეფე და მეფობა მემკვიდრეობით გადადიოდა. მეფეები   წარმოადგენდნენ სპარტის ორ ყველაზე გავლენიანი საგვარეულოს. მეფეები მხოლოდ ომის დროს ასრულებდნენ მხედართმთავრის მოვალეობას.
სპარტელთა საზოგადოება შედგებოდა 3 ნაწილისაგან: 
1) სპარტიატები _ ანუ სრულუფლებიანი მოქალაქეები. ისინი დაახლოვებით 100 000 იყვნენ და თავს “თანასწორებს” უწოდებდნენ, რადგან ყოველ მათგანს ერთნაირი ზომის მიწის ნაკვეთი ჰქონდათ; ისინი ძირითადად სამხედრო საქმით იყვნენ დაკავებულნი;
2) პერიეკები _ ისინი იყვნენ ქალაქის განაპირას მცხოვრები ვაჭარ-ხელოსნები, რომლებიც თავისუფლები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ. სულ სპარტაში დაახლოვებიტ 60 000 პერიეკი ცხოვრობდა;
3) ჰილოტები _ მიწის მუშები, ესენი იყვნენ დაპყრობილი მესენიელები, რომლებიც დორიელებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან არ აუყრიათ, მაგრამ სპარტის მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ. მათი რიცხვი 200 000-ს შეადგენდა. ჰილოტები ამუშავებდნენ სპარტელების კუთვნილ მიწის ნაკვეთებს და მოსავლის ნახევარს მათ აძლევდნენ. მართალია ისინი სრულიად უუფლებონი იყვნენ, მაგრამ სპარტელებს მათი მოკვლის ან გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ;

      როგორც ვხედავთ სპარტაში ჩამოყალიბდა სამხედრო-ოლიგარქიული სახელმწიფო ანუ სპარტელი სამხედო უმცირესობა ბატონობდა დანარჩენ მოსახლეობაზე.
ჰილოტები ხშირად უჯანყდებოდნენ მოძალადეებს, ამიტომ სპარტელები ხოცავდნენ ყველაზე ძლიერ ჰილოტებს. სპარტელების მეწინავე ჯარი დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა სპარტელებით, შემდეგ მოდიოდნენ ვეტერანები, ბოლოს კი _ ჰილოტების დამხმარე რაზმები. უცხოელთა ზეგავლენის შიშით სპარტელები კრძალავდნენ ყოველგვარ საგარეო ვაჭრობას. ბერძნული ვერცხლის მონეტის ნაცვლად მიმოქცევაში ჰქონდათ რკინის მოუხერხებებელი და მძიმე მონეტები. სპარტაში იკრძალეოდა უცხოელის ცხოვრება, არც სპარტელს უნდა ეცხოვრა სამშობლოს გარეთ.
        როგორც უკვე ავღნიშნეთ სპარტა სამხედრო ოლიგარქიული სახელმწიფო იყო. (ოლიგარქია ნიშნავს მცირე ჯგულის მმართველობას). სპარტის პირველი კანონების შემდგენელად ითვლება ლეგენდარული პიროვნება _ ლიკურგე.  პლუტარქეს გადმოცემით ლიკურგემ თავისი მეფობის დროს არაერთი რეფორმა გაატარა:
1. პირველი და მნიშვნელოვანი რეფორმა ყოფილა სახალხო კრების, იგივე “აპელა”-ს შექმნა. სახალხო კრების მოწვევის უფლება ჰქონდა მეფეს ან უხუცესთა საბჭოს, იგივე “ჰეროსიას”, “გერონტიას”, რათა მათი გადაწყვეტილებებისათვის კენჭი ეყარათ. სახალხო კრებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება ჰქონდათ  მხოლოდ მეფესა და უხუცესთა საბჭოს წევრებს, ანუ “გერონტებს”. ხალხს მხოლოდ მათ მიერ  სახალხო კრებაზე შემოტანილი წინადადების კენჭისყრის უფლება ჰქონდა. 
       სახალხო კრებაზე ასევე ხდებოდა გენოტების არჩევაც. კენჭისყრა მიმდინარეობდა ყვირილით; სახალხო კრებები იმართებოდა ღია ცის ქვეშ, საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე. აქ არც სვეტებიანი დარბაზი იყო და არც სხვა რამე შენობები. ლიკურგოსი ფიქრობდა, რომ საგანგებოდ მორთულობა ხელს შეუშლიდა გონივრულ ბჭობას, რადგან საქმისათვის შეკრებილებს საღი მსჯელობის უნარი ქარაფშუტული აზრებით შეეცვლებოდათ, თუ ისინი ქანდაკებებსა და სურათებს, შენობის სამკაულებსა და ოსტატურად მორთულ ჭერს დაუწყებენ ჭვრეტასო.
2. ლიკურგოსის რეფორმების საფუძველზე შეიქმნა უხუცესთა საბჭო ანუ  “ჰეროსია” იგივე “გერონტია”. “ჰეროსები”, ბერძნულად “მოხუცს” ნიშნავს..
უხუცესთა საბჭო და წყვეტდა მნიშვნელოვან საქმეებს, ასამართლებდნენ დამნაშავეებს. კრებაზე მიღებულად მიიჩნეოდა ის მოსაზრება, რომლის მომხრენიც უფრო ხმამაღლა იყვირებდნენ. საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში განთავისუფლებულ ადგილს იკავებდა 60 წელს მიტანებული “ახალგაზრდა” გერონტი, რომელსაც სახალხო კრება ამტკიცებდა.
3. სახალხო კრება ყოველწლიურად ირჩევდა 5 ეფორს. ისინი მეთვალყურეობდნენ მეფისა და ჰერონტების საქმიანობას. მათ თვით მეფის დაპატიმრების უფლებაც კი ჰქონდათ.
ხელისუფლების ეს ორი ორგანო – აპელა და გერუსია ზღუდავდა სპარტაში მეფის ძალაუფლებას. 
         სპარტანელები მთელ საბერძნეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. ბავშვის აღზრდის პროცესი სპართაში იწყებოდა ბავშვის დაბადებიდან და არ იყო დამოკიდებული მამის ნებაზე. მამას ბავშივი მიჰყავდა “ლესხიაში”- ეს იყო ადგილი, სადაც უხუცესები ისხდნენ და ამოწმებდნენ ახალშობილს. ტუკი ბავშვი ჯანმრთელი იყო, მაშინ მას ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად, ხოლო თუ  სუსტი და მახინჯი აღმოჩნდებოდა, მაშინ უდსკრულში ყრიდნენ ახალშობილებს. რჩეულ ბავშვებს ჩვილობიდან სხვადასხვა გამოცდებს უტარებდნენ. ბავშვის საწოლი იყო ძალიან უხეში და მაგარი. 7 წლის ასაკში სპარტელ ბავშვს აგზავნიდნენ სპეციალურ ბანაკებში, ამ ბანაკებში ისინი სწავლობდნენ თუ როგორ გადაერჩინათ თავი, ვინც ამ გამოცდებს ვერ უძლებდა, ისინი კვდებოდნენ. ბიჭებს ჩალის საგებებზე ეძინათ, მათ ტანსაცმლის ტარების უფლებას 12 წლამდე არ აძლევდნენ. ზოგიერთი ბიჭუნა თავის საგებზე ჭინჭარს აფენდა, რადგან ჭინჭრით დასუსხული სხეული უფრო ადვილად თბებოდა. საკუტარ კვებაზე ბავშვებს თვითონ უნდა ეზრუნათ – ზოგჯერ ქურდობის, ძარცვის და საჭიროებიდან გამომდინარე მკვლელობების გზითაც. სხეულის წვრთნა ასაკის სესაფერისი სირთულის ვარჯისით მიმდინარეობდა. მაგალიტაც ცნობილია, რომ წვრთნებიდან ამოღებული იყო მუშტებით ჩხუბი, რადგან ეს საქმე სპორტსმენებისთვის იყო დათმობილი.
      17 წლიდან ახალგაზრდა სპარტელი სახლში ბრუნდებოდა. მას უკანასკნელი გამოცდა ელოდა: ის უნდა მოხვედრილიყო არტემიდეს ტაძარში, რომელიც მაღალ მთაზე მდებარეობდა. ამ ტაძარში ახალგაზრდა სპარტელს “მსხვერპლი უნდა გაეღო”. კერძოდ ტაძრის ქურუმები ყმაწვილს დიდი სამსხვერპლო თასის ზევით აბავდნენ და როზგავდნენ სველი როზგებით სისხლის პირველი წვეთის გამოსვლამდე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭი არ გამოსცემდა ხმას. მაგრამ თუკი ახალგაზრდა დაიკვნესებდა, მაშინ მას უფრო ძლიერ ურტყამდნენ როზგებს. ეს შეიძლება გაგრძელებულიყო გონების დაბინდვამდე.
   საბრძოლო ხელოვნების გარდა სპარტელებს ასწავლიდნენ წერას, კითხვას და სიმღერას. სპარტანელები იყვნენ პირველები სამხედრო ისტორიაში, რომლებმაც საბრძოლო მიზნით გამოიყენეს მუსიკა და სიმღერა. ეს კეთდებოდა რიტმული ნაბიჯისა და სწორი წყობისათვის.
     საგანგებო აღნიშვნის ღირსია სპარტელთა ლაპარაკის ხელოვნება. ისინი საუბრობდნენ მოკლე და საქმიანი ფრაზებით, ეს ფრაზები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ აზრის გამოთქმის ეს სტილი დღესაც სპარტელთა მშობლიური მხარის პატივსაცემად (ლაკონიკა ეწოდებოდა სპარტელთა სამშობლოს) ლაკონიურად იწოდება. ძვ.წ. V საუკუნეში ათენი და სპარტა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -