Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday 1 March 2018
ათენი
შუა საბერძნეთში მდებარეობს ატიკის ოლქი. ატიკის მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა, მთებში კი ცხვარსა და თხას აძოვებდა. ატიკის მთავარი ქალაქი იყო ათენი.
ათენის ცენტრს წარმოადგენდა აკროპოლისი _ ეს იყო გალავნით გარშემორტყმული შემაღლებული ადგილი (გორაკი), რომელსაც მოსახლეობა მტრის შემოსევის დროს აფარებდა თავს. აკროპოლისი თავდაპირველად ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ათენი შედარებით უსაფრთხო ქალაქი გახდა, ის ღმერთების თაყვანისცემის ადგილად გადაიქცა..
აკროპოლისის ცენტრს წარმოადგენდა აგორა _ ბაზრობისა და მოსახლეობის თავშეყრის ადგილი. თავდაპირველად პოლისში ძალაუფლებას ფლობდა არისტოკრატია, რადგან დემოსი სუსტი იყო. არისტოკრატიის წრიდან ირჩევდნენ უხუცესთა საბჭოს ანუ არეოპაგს და 9 მმართველს ანუ _ არხონტებს. პოლისის მმართველობის ეს ორგანო წარმოადგენდა გვაროვნული საზოგადოების ნაშთს.
ძვ.წ. VII საუკუნეში ათენში მცირემიწიანობის გამო მრავალი უბრალო ადამიანი გაღარიბდა. მათ შემოსავალი არ ჰქონდათ თავი, რომ ერჩინათ, ამიტომ ვალს იღებდნენ. ვალის გადახდა უმრავლესობას აღარ შეეძლო, ამიტომ არისტოკრატიის მონა ხდებოდა. ამას დაემატა სასტიკი კანონები, რომლებიც არისტოკრატებმა დაუწესეს ხალხს. ათენში, ძვ.წ. 624 წლიდან მოქმედებდა ბერძენი კანონმდებლის დრაკონის მიერ შექმნილი კანონები, რომლის მიხედვითაც უმცირესი დანაშაულისთვისაც კი ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა. ათენის თავისუფალ მოსახლეობას ეწოდებოდა დემოსი. დემოსი უკმაყოფილო იყო შექმნილი მდგომარეობით, ამიტომ დაუპირისპირდა არისტოკრატიას. დაიწყო შეტაკება. შეშინებულმა არისტოკრატიამ გადაწყვიტა დათმობა.
ძვ.წ. 594 წელს არეოპაგმა ღარიბ არისტოკრატ სოლონს დაავალა რეფორმის მომზადება. ამ რეფორმით სოლონმა:
1. გაზარდა დემოსის უფლებები. სოლონმა, უპირველეს ყოვლისა აკრძალა იმ გლეხების დამონება, რომლებსაც ვალის გადახდა არ შეეძლოთ.
2. მან ყველა ძველი ვალი გააუქმა და დამონებული ათენელები გაათავისუფლა. უცხოეთში მონად გაყიდული ათენელები სახელმწიფომ გამოისყიდა და დააბრუნა.
3. სოლონმა ათენის მოქალაქეებს უფლებები და მოვალეობები მათი ქონების მიხედვით გაუნაწილა. მან ათენის მოსახლეობა ქონების შესაძლებლობის მიხედვით ოთხ ფენად დაყო. ყველა მოქალაქე გახდა სამხედრო ვალდებული და ყველას შეეძლო სახალხო კრებაში მონაწილეობის მიღება. ატიკაში დაბადებული ყველა მამაკაცი ათენის მოქალ აქედ მიიჩნეოდა, გამონაკლისს შეადგენდნენ უცხოელები, მონები, ქალები და ბავშვები. რაც უფრო მდიდარი იყო მოქალაქე, მით უფრო მაღალ კლასს განეკუთვნებოდა, უფრო მაღალ თანამდებობას იკავებდა და უფრო მეტი მოვალეობებიც ჰქონდა. ყველა მათგანს სავალდებულო სამხედრო სამსახური დაუწესა.
4. სოლონის რეფორმების საფუძველზე ჩამოყალიბდა ათენის სახალხო კრება, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა წარმოადგენდა.
5. სოლონის რეფორმის საფუძველზე დაარსდა სახელმწიფო საბჭო, იგივე ოთხასთა საბჭო ანუ “ბულე”, რომელიც წარმოადგენდა მართვა-გამგეობის უმაღლეს ორგანოს.
6. სოლონის რეფორმის საფუძველზე შეიქმნა “ნაფიც მსაჯულთა” სასამართლო,
7. სოლონმა თავისი მომზადებული რეფორმით ათენში დაამკვიდრა თავისუფალი ადამიანის ანუ მოქალაქის ცნება.
ძვ. წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარდა რეფორმები, რომლითაც ათენში საბოლოოდ დამკვიდრდა დემოკრატიის პრინციპები.
1. კლისთენემ გააუქმა ათენის მოქალაქეთა დაყოფა ქონების მიხედვით. ათენი დაიყო 10 თანაბად “დემად”.
2. კლისთენემ სოლონის ოთხასთა საბჭოს ხუთასთა საბჭო გადაარქვა, რაც ბუნებრივია გამოწვეული იქნებოდა ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფით;
3. შეიქმნა ახალი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ეწოდა სტრატეგთა კოლეგია ანუ მთავარსარდალთა კოლეგია, ისინი ათენის ჯარსა და ფლოტს სარდლობდნენ. ს შედგებოდა 10 კაცისაგან შემდგარი სტრატეგოსთა
5. ტირანიისაგან თავდასაცავად კლისთენემ შემოიღო ოსტრაკიზმი _ ბერძნულად “ოსტრაკიმოს” ნიშნავს განდევნას, გაძევებას. ოსტრაკიზმის არსი შემდეგში მდგომარეობდა: ყოველწლიურად სახალხო კრებაზე აყენებდნენ იმ ადამიანის გამოვლენის საკითხს, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა არსებული სახელმწიფო წყობისათვის. კრების მონაწილეები თიხის ნატეხებზე, ანუ ოსტრაკონებზე წედნენ ასეთ პირთა სახელებს. ვისი სახელიც ყველაზე ხშირად გამეორდებოდა, მას ათენიდან 10 წლის ვადით აძევებდნენ
დემოსის საბოლოო გამარჯვება დაკავშირებულია პერიკლეს (ძვ.წ. 444 წ - 429 წწ) სახელთან.
1. პერიკლეს დროიდან მოყოლებული ათენში ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა სახალხო კრება – ეკლესია. სახალხო კრება იყო დემოსის ორგანო. სახალხო კრებზე გამომსვლელს ეკრძალებოდა ოპონენტის შეურაცხყოფა და უსაგნო საუბარი.
სახალხო კრება ერთი წლის ვადით ირჩევდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც ორჯერ ზედიზედ თანამდებობის დაკავების უფლება არ ჰქონდათ. გამონაკლისი იყო სტრატეგოსის ანუ მთავარსარდლის თანამდებობა. სტრატეგოსად ირჩევდნენ ამ თანამდებობისათვის შესაფერის და გამოცდილ პირებს.
2.სახალხო კრების განკარგულებებს ასრულებდა ხუთასთა საბჭო – ბულე. ბულეს წევრი შეიძლება გამხდარიყო ათენის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც 30 წელს მიაღწევდა.
3. აღარ მოქმედებდა არეოპაგი
4. კვლავ მოქმედებდა ჰელია – იგივე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
5. მოქმედებდა სტრატეგოსთა კოლეგია, რომელიც შედგებოდა 10 კაციდაგან.
პერიკლე არ იყო ტირანი და ერთპიროვნული მმართველი. მას დემოკრატიულად ირჩევდნენ. ყოველ წელს, ვადის გასვლის შემდეგ პერიკლე იხსნიდა სტრატოგოსის ვალდებულებას, მოსახლეობას წარუდგენდა თავისი საქმიანობის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევდნენ ხელახლა. ასე, რომ პერიკლემ კიდევ უფრო გააძლიერა ათენი.
ძვ.წ. 451 წელს პერიკლემ გამოსცა კანონი _ “წმინდა მოქალაქეობა”, რომლის მიხედვითაც ათენის მოქალაქობას მიიღებდა ის, ვისაც დედ-მამაც ათენელი უნდა ჰყავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ მიიღებდა “ათენურ პოლიტიკურ უფლებებს”, ბავშვის მამობის აღიარება მისი დაბადებიდანვე უნდა მომხდარიყო, რომ მას მოქალაქობა მიეღო. ათნელები მოქალაქეობას კარგავდნენ ბრძოლაში ლაჩრობის, ქურდობის, ვალების გადაუხდელობის, ღმერთების უპატავცემლობის გამო. ათენი მოქალაქე პირველ რიგში მიწის მფლობელი იყო და მას თვითონ ან მონების დახმარებით ამუშავებდა. ახალგაზრდა ათენელის უმთავრესი მოვალეობა სამხედრო სამსახურის გავლა იყო, რომლის დასრულების შემდეგ მას მსხვერპლი უნდა შეეწირა ატიკის ყველა ღმერთისათვის, მსოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა იგი სრულუფლებიანი მოქალაქე და 49 წლის ასაკამდე იმყოფებოდა ქალაქის დამცველთა რიგებში.
პერიკლემ გააუქმა ყველანაირი საარჩევნო შეზღუდვა ათენელებისათვის. იგი თვლიდა, რომ ღარიბი ადამიანი ვერ იქნებოდა კარგი სახელმწიფო მოხელე, რადგან თანამდებობაზე არჩეულ ადამიანს სახელმწიფო საქმეებზე უნდა ეზრუნა და არა ოჯახის შენახვაზე. ამიტომ პერიკლემ ძვ.წ. 451 წელს გამოცემული კანონით პირველად შემოიღო თანამდებობის პირებისათვის ხელფასი. ძვ.წ. IV ს-ის დასაწყისისათვის ხელფასი დაწესდა არა მხოლოდ თანამდებობეზე, არამედ “ეკლესიაში” მონაწილეობისთვისაც. ეს კი ძლიერ ზრდიდა დემოსის უფლებებს, ამავე დროს კი _ მოვალობებსაც. კანონის შემდგენელი პასუხს აგებდა თუ კანონი უვარგისი იქნებოდა.