Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 19 March 2018


ბიზანტია-ირანის დაპირისპირების მიზეზები
იუსტინიანე I და ხოსრო I

     III საუკუნის დასაწყისშივე, ე.ი. როცა შეიქმნა სასანიანთა ირანი, ამავე დროსვე იგი დაუპირისპირდა ჯერ რომის იმპერიას, ხოლო შემდეგ, შესაბამისად ბიზანტიის იმპერიას. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მათ შორის დაპირისპირებების რამდენიმე მიზეზი. 
1) სასანიდურ ირანსა და რომის იმპერიას შორის ბრძოლის პირველ და ძირითად მიზეზს ტერიტორიების მფლობელობისათვის დაპირისპირება წარმოადგენდა. 
2) მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო გზების კონტროლი. 
3) ბიზანტიისა და სასანიდური ირანის ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდებოდა კავკასიონის გადმოსასვლელების ფლობის საკითხშიც. 
4) რელიგიური მიზეზი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ბიზანტიის ბუნებრივ მოკავშირეებად იქცნენ. შექმნილ პირობებში ირანი მხარს უჭერდა ბიზანტიაში დევნილ ქრისტიანულ მიმდინარეობებს.. 
    527 წელს ბიზანტიის იმპერატორის ტახტი დაიკავა იუსტინიანე I-მა (527-565 წწ). იუსტინიანეს მიზნები იყო: 
1. ახალი კანონების საფუძველზე სახელმწიფოს ერთიანობისა და მმართველობის გამყარება; 
2. რომის დაშლილი იმპერიის დასავლეთი ნაწილის შემოერთება და რომის იმპერიის ძველი დიდების აღდგენა; 
3. ქალაქების აღმშენებლობა;
    განსაკუთრებული აღნისვნის ღირსია იუსტინიანეს მიერ გატარებული რეფორმები, მათ შორის საკანონმდებლო სფეროში გატარებული რეფორმა. მის დამსახურებას წარმოადგენს “სამოქალაქო სამართლის კრებულის” შექმნა (528-542 წწ) რომელიც ასევე ცნობილია “იუსტინიანეს კრებულის” სახელით. ეს კრებული შემდეგი ნაწილებისაგან შედგება:
1. ინსტიტუციები _ სამართლის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის; 
2. დიგესტები ანუ პანდექტები _სადაც შედიოდა რომის იმპერატორების კანონები და დადგენილებები; 
3. იუსტინიანეს კოდექსი _ თვით იუსტინიანეს მიერ  გამოცემული განკარგულებები; 4.ნოველები _ ის ახალი მასალა, რომელიც მოიცავდა საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალს და სხვას
    იუსტინიანე I-ზე დიდ ზეგავლენას ახდენდა მისი მეუღლე _ თეოდორა, რომელიც ცნობილია არაჩვეულებრივი სილამაზით და მახვილი გონებით, ვერაგობით, ძალაუფლების სიყვარულით. იგი აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში.
    იუსტინიანეს მმართველობისას,  აშენდა აია სოფიის ტაძრი, ასევე მრავალი ეკლესია, მათ შორის აღსანიშნავია ქალაქ რავენაში (იტალია) აგებული ტაძარი. ეკლესების პარალელურად იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი, ასევე ბრწყინვალე საიმპერტორო სასახლე კონსტანტინოპოლში, იმპერატორი დიდ ყურადღებას აქცევდა გზათა მშენებლობასაც; იუსტინიანეს ბრძანებით აიკრძალა თანამდებობების გაყიდვა, მოხელეებს გაეზარდათ ხელფასი, რომელთაგანაც იმპერატორი მოვალეობების პატიოსნად შესრულებას ითხოვდა. იუსტინიანეს დროს ბიზანტიელმა ბერებმა ჩინეთიდან ფარულად ჩამოიტანეს აბრეშუმის ჭიის კვერცხები და საფუძველი ჩაუყარეს მეაბრეშუმეობას. ბიზანტიიდან გავრცელდა მეაბრეშუმეობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მან დახურა ათენის ფილოსოფიური სკოლა, ამიტომ ათენელ ფილოსოფოსთა დიდი ნაწილი გადასახლდა სპარსეთში, სადაც მათ ხოსრო I ანუშირვანი უწევდა მფარველობას.
    სხვადასხვა მიღწევებისა და დაპყრობების მიუხედავად იუსტინიანე I-ის მეფობის მიწურულს ბიზანტია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: დაცარიელდა ხაზინა, მოიშალა სამხედრო საქმე, აღმოსავლეთიდან შემოტევა დაიწყო სასანიდურმა სპარსეთმა, ხოლო დასავლეთიდან ბარბაროსებმა..


    იუსტინიანეს თამედროვე ირანის შაჰი იყო ხოსრო I ანუშირვანი (ანუშირვანი სპარსულად ნიშნავს “უკვდავ სულს”) _ 531-579 წწ. მის დროს განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება. ხოსრო I ყოველნაირად უწყობდა ხელს სოფლის მეურნეობის, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებას. მან ქვეყანაში გაატარა რეფორმები რითაც:
1) ხოსრო I-ის ბრძანებით ჩაატარეს მოსახლეობისა და ხეხილის ბაღების აღწერა 2) განსაზღვრა გადასახადების ზუსტი ოდენობა. გლეხები ნატურალური გადასახადის ნაც ად უკვე ფულს იხდიდნენ; 3) სახელმწიფო გადასახადების გაზრდამ ხოსრო I-ს საშუალება მისცა ბეგარით გამოყვანილი ლაშქრის გარდა შეექმნა მუდმივი ანუ რეგულარული ჯარი, რომელიც ხელფასს ხაზინიდან მიიღებდა; თუ ადრე არმია ერთ მთავარსარდალს ემორჩილებოდა, ამიერიდან იგი ოთხ სპასპეტს დაქვემდებარა; 4) ხოსრო I -ის დროს ირანის იმპერია დაიყო ოთხ კუსტაკად, რომელთა სათავეში შაჰის ერთგული მარზპანები იდგნენ; 5) მის დროს აშენდა ქალაქები, ხიდები, გზები. ხოსრო I თავისი წინამორბედების მსგასად მდინარე ტიგროსის სანაპიროზე  არსებულ ქალაქ ქთეზიფონში იმყოფებოდა; 6)  ხოსრო I-ის დროს ირანში გავრცელდა ჭადრაკი და შეიქმნა ნარდი.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -