Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday 1 March 2018
საბერძნეთის მდებარეობა და
კულტურა
უძველეს დროში საბერძნეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს მოიცავდა. საბერძნეთი მთაგორიანი ქვეყანაა. მისი ნაპირები ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია. საბერძნეთის ტერიტორიას მრავალი მთაგრეხილი, ხეობა და ყურე ანაწევრებს და ყოფს პატარ-პატარა მხარეებად. საბერძნეთში ზაფხული ცხელი და მშრალი იცის, ზამთარი კი თბილია და ხშირად წვიმს. ქვეყანაში წყალუხვი მდინარეები არ არის, რაც უძველეს დროში მიწების მორწყვას აძნელებდა. საბერძნეთის უმეტეს მხარეში ნიადაგი ქვიანი იყო. ბერძნები მთის ფერდობებზრ ქერს თესავდნენ; ზღვის პირას მდებარე პატარ-პატარა ვაკეზე ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს აშენებდნენ. ისინი უვლიდნენ შინაურ ფრინველსა და საქონელს, ბერძნები მეთევზეებიც იყვნენ. საბერძნეთში იყო რკინის, სპილენძისა და ვერცხლის საბადოები. საბერძნეთის ცალკეული კუთხეების მოსახლეობას მთებითა და ხეოებით ჩაკეტილ ტერიტორიებს შორის ხმელეთით მომისვლა უძნელდებოდა. ისინი ერთმანეთს ძირითადად, ზღვით უკავშირდებოდნენ ბერძნებმა მოხერხებულ უბეებსა და ყურეებში ნავსადგურები ააგეს.
ბერძნული თეატრის წარმოშობა დაკავშირებულია ძველი ბერძნული ღვინისა და მევენახეობის ღმერთის _ დიონისეს პატივსაცემად გამართულ სანახობასთან, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში და თებერვალ-მარტში აღნისნავდნენ. "თეატრი" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სანახაობისათვის განკუთვნილ ადგილს, სანახაობას. პირველი თეატრალური წარმოდგენა ძვ.წ. 534 წელს გაიმართა.
ბერძნული ტაძრები - ძველი ბერძნები ღვთაებებისადმი პატივისცემის ნიშნად ღმერთების გამოსახულებებს ქმნიდნენ. ამ გამოსახულებებს, მათი აზრით, თავისი მუდმივი ადგილსამყოფელი, საცხოვრებელი უნდა ჰქონოდა. ამიტომ ელინებმა ტაძრების აგება დაიწყეს. ბერძნული ტაძრის აუცილელებელი შემადგენელი ნაწილი იყო ბოძები, სვეტები ანუ კოლონები.
ოლიმპიური თამაშები - იმართებოდა ოლიმპიაში, ზევსის საკულტო ცენტრში. გადმოცემის თანახმად ის ჰერაკლეს დაუარსებია ლეგენდარული მეფის, პელოპსის სახელის უკვსაყოფად. ძვ.წ. 776 წელს გაიმართა პირველი ოლიმპიადა. ეს იმდენად მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნეოდა მთელი საბერძნეთის ცხოვრებაში, რომ ოლიმპიადების დროს წყდებოდა ომები, თავად ოლიმპიადები კი დათარიღების სისტემას დაედო საფუძვლად. ოლიმპიადები ტარდებოდა ახალი წ. 393 წლამდე, როდესაც ისინი, როგორც წარმართული ზეიმი, რომაელმა იმპერატორმა თეოდოსიუსმა აკრძალა. ოლიმპიადების აღორძინების იდეა XIX საუკუნესი გაჩნდა. ამ საქმის მთავარი სულისჩამდგმელი ფრანგი ბარონი პიერ დე კუბერტენი იყო. სწორედ მისი ინიციატივით 1894 წელს, პარიზის კონგრესზე აღდგა ოლიმპიური თამაშები.
ძველი საბერძნეთი. პოლისები
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე საბერძნეთი სამ _ ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთ _ ნაწილად იყოფა. შუა ნიწილს ატიკა ეწოდება, სამხრეთ ნაწილს კი პელოპონესი. საბერძნეთის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან, პალეოლითის ხანიდან ბინადრობდა. ბერძნული ცივილიზაცია შექმნეს სხვადასხვა ბერძნულა ტომებმა, რომლებიც საკუთარ დიალექტებზე ლაპარაკობდნენ, თუმცა ერთმანეთის ესმოდათ.
ძველი დროიდან მოყილებული საბერძნეთი ერთიან სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბებულა. ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებში მთელ საბერძნეთში შეიქმნა ქალაქ-სახელმწიფოები, ასეთ დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებს უწოდებენ პოლისებს. პოლისს ასევე უწოდებენ თავისუფალ ადამიანთა გართიანებას.
პოლისი ითარგმნება, როგორც ქალაქ-სახელმწიფო, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში მისი უფრო ზუსტი შესატყვისი ვერ მოიძებნა. პოლისი ქალაქს იმით წააგავს, რომ მას აქვს აკროპოლისი. პოლისთა უმრავლესობას სოფლის ტიპის დასახლება ჰქონდა, რაც ქალაქს საერთოდ არ გააჩნია, ზოგი პოლისი კი რამდენიმე ქალაქს მოიცავდა. პოლისს სახელმწიფოც მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მისი მიწა იყო არა სახელმწიფოს ტერიტორია, არამედ მის წევრთა ე.ი. “მოქალაქეთა” საკუთრებაში მყოფი ნაკვეთების კრებული. პოლისის წევრები კი ზოგი ინდივიდუალურად ფლობდა ასეთ ნაკვეთებს, ზოგიც კოლექტიურად.
პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელშიც ცხოვრობდნენ თავისუფალი მოქალაქეები. ყველა ქალაქ-სახელმწიფოს თავისი მთავრობა და ჯარი ჰყავდა; ჰქონდა ხაზინა; ჭრიდა საკუთარ ფულს; ქალაქ-სახელმწიფოებში მოქალაქეები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ და არჩევნებშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას. ქალებს, მონებსა და ბავშვებს უფლებები არ ჰქონდათ. მიუხედავა ყოველივე ამისა, ქალაქ-სახელმწიფოების მათი მმართველობის სისტემა სხვადასხვაგვარი იყო.
ბერძნული კოლონიზაცია
პოლისების პოლიტიკურ გაძლიერებას ბერძნების მატერიალური მოთხოვნილების გაზრდაც მოჰყვა, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მარტო საკუთარი ტერიტორია საკმარისი არ იყო. ამიტომ მათ ძვ.წ. VIII-VII სს-დან ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე, უცხო ქვეყნებში დაიწყეს ახალი ტერიტორიების ძიება და ათვისება. ამ ტერიტორიებზე ბერძნები აარსებდნენ ახალშენებს ანუ კოლონიებს, სწორედ ამ პროცესს ეწოდება კლონიზიაცია.
თავდაპირველად ბერძნული ხომალდები მცირე ხნით მიადგებოდნენ უცხო ნაპირებს რათა ევაჭრათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ბერძნულ სავაჭრო საქონელს შორის განთქმული იყო ქალაქ ათენის ჭურჭელი, ქალაქ კორინთოს იარაღი და ქალაქ მილეტის ქსოვილები. ბერძნებმა თანდათან ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებზე მიწების მიტაცება დაიწყეს, რომელსაც გარშემო გალავანს ავლებდნენ. ასე დაარსდა ბერძნული კოლონიები და ბერძნული ახალშენები. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ კოლონიებში ბერძნები გაბატონდნენ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ახალშენებში კი ადგილობრივი მოსახლეობა ძლიერი და განვითარებული იყო და ამიტომ ბერძნებმა ეს ვერ მოახერხეს, თუმცა მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად მიმდინარეობდა.
ბერძნულ კოლონიზაციას არაერთი მიზეზი განაპირობებდა:
1.კოლონიზაცის დაწყების უმთავრესი მიზეზი იყო დემოგრაფიული სიტუაცია-პოლისი ვეღარ აკმაყოფილებდა ჭარბ მოსახლეობას პროდუქტითა და ნედლეულით, ვეღარ ასაქმებდა მათ. ასეთ ვითარებაში ბერძნთათვის გამოსავალი ახალ მიწებზე დასახლება იყო;
2. ბერძენთა მიერ კოლონიზაციის დაწყების ძირითად მიზეზად ითვლებოდა მიწების სიმცირე;
3. კოლონიზაციის მიზეზი ასევე იყო საშინაო კონფლიქტები. ეს კონფლიქტები ხშირად სამოქალაქო ომამდეც მიდიოდა. სამოქალაქო ომისაგან თავის არიდების ერთ-ერთი ხერხი კი კოლონიზაცია იყო _ უმცირესობასი აღმოჩენილი ჯგუფი ტოვებდა ქვეყანას და აარსებდა ახალ ქალაქს.
4. ბერძნული კოლონიების დაარსების ერთერთი მიზეზი ასევე იყო გაღარიბებული და ვალებში ჩაფლული ბერძენი მოსახლეობის მიერ სამშობლოს დატოვება.
5. კოლონიზაციის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ახალი მიწების ათვისებისა და ვაჭრობის არეალის გაფართოებაც. პოლისებს ერთის მხრივ მათ მიერ წარმოებული ჭარბი პროდუქტი უნდა გაესაღებინათ, მეორე მხრივ კი გარედან უნდა შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქებში არ მოიპოვებოდა.
კოლონიზაციის პროცესს ხელს უწყობდა ზღვაოსნობის განვითარება, რადგან გემით მგზავრობა უფრო უსაფრთხო და ხანმოკლე იყო.
კოლონიის დაარსება მეტად საპასუხისმგებლო საქმე იყო. მასში ქურუმები და წინასწარმეტყველები ერეოდნენ. კოლონიის დასაფუძნებლად თავდაპირველად ქალაქის კრებას წარუდგენდნენ ახალი კოლონიის დაარსების პროექტს, რომელსაც ეს კრება ამტკიცებდა ან უარყოფდა. დამტკიცების შემთხვევაში არისტოკრატიის საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას კოლონიის დაფუძნების პირობების შესახებ და ასევე ადგენდა თუ ვინ უნდა გადასახლებულიყო იქ. შემდეგ ირჩევდა ექსპედიციის ხელმძღვანელს, რომელიც ქალაქის არისტოკრატიის წარმოამდგენელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ეწოდებოდა ოიკისტი. მას უნდა ემართა ახლად დაარსებული კოლონია და ასევე ეხელმძღვანელა მისი თავდაცვითი სისტემისათვის. კოლონიის დაფუძნება საკმაოდ სარისკო საქმე იყო და ნიშნავდა იმას რომ კოლონისტებს საბოლოოდ უნდა გაეწყვიტათ ურთიერთობა კოლონიის დამაარსებელ ქალაქთან. ამიტომ კოლონისტები მიმართავდნენ ქალაქ დელფოსში ღვთაება აპოლონის ორაკულს (მისანს) რჩევისათვის. ორაკული მათ საორიენტაციოდ სთავაზობდა ზოგად გეოგრაფიულ არეალს და აფიქსირებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინა დასაარსებელ კოლონიას. დასახლების ადგილის, კოლონიის, შერჩევისას ბერძნები ითვალისწინებდნენ შემდეგ პირობებს:
1.ქალაქი ადვილი მისადგომი უნდა ყოფილიყო ზღვიდან;
2.ქალაქის დაცვა ადვილი უნდა ყოფილიყო;
3.ქალაქის გარშემო ნაყოფიერი მიწები უნდა ყოფილიყო;
4.ქალაქი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო წყლის მუდმივი მომარაგებით;
კოლონიების დამაარსებელ პოლისებს ეწოდებოდა მეტროპოლია ანუ “დედა ქალაქი”. კოლონიის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა. საბერძნეთიდან გადმოსახლებული ბერძნები აწყობდნენ სახელოსნოებს, ქალაქის გარშემო ამუშავებდნენ მიწას, ვაჭრობდნენ ქვეყნის სიღრმეში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ზოგჯერ ბერძნები მათგან მონებს ყიდულობდნენ. მონების ნაწილს კოლონიაში იტოვებდნენ, ნაწილს კი გასაყიდად მეტროპოლიაში გზავნიდნენ. ასე რომ კოლონიები იქცნენ ბერძნული საქონლის გასაღების ახალ ბაზრად. თავის მხრივ კოლონიების საბერძნეთში გზავნიდა დამატებით, იაფ ნედლეულს, რაც მეტროპოლიის მზარდ ეკონომიკას სჭირდებოდა. თანდათანობით ბერძნული კოლონიების მსოფლიო სავაჭრო ცენტრებად იქცა. როგორი იყო დამოკიდებულება მეტროპოლიასა და კოლონიებს შორის? მას შემდეგ რაც კოლონისტი ბერძნები მეტროპოლიას დატოვებდნენ, ისინი კარგავდნენ უკან დაბრუნების უფლებას.
ბერძნებმა კოლონიები დაარსეს ხმელთაშუაზღვისპირეთში: მაგ; ბიზანტიონი, მასალია ანუ მარსელი, ნეაპოლი, სირაკუზი და სხვა. ჩრდილო შავი ზღვისპირეთში: მაგ: პანტიკაპეონი, ოლვია ხერსონესი და სხვა; ასევე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, საქართველოს ტერიტორიაზე _ მაგ: ფაზისი-ფოთის მახლობლად; გიენოსი-ოჩემჩირესთან; დიოსკურია-სოხუმთან; პიტიუნტი-ბიჭვინთასთან. ძვ.წ. VI ს-ის განმავლობაში ბერძნული კოლონიზაციის პროცესი თანდათან შენელდა. ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას წერტილი დაუსვეს გაძლიერებულმა ეტრუსკებმა, კართაგენმა და სპარსეთის იმპერიამ.
მმართველობის ფორმები
რადგან პოლისი იყო მოქალაქეთა გაერთიანება და მათი ინტერესების გამტარებელი წარმონაქმნი, ამიტომ იგი თავისი არსით დემოკრატიულია, მაგრამ თავად ბერძნები მმართველობის ფორმის მიხედვით განასხვავებენ რამდენიმე პოლიტიკურ სისტემას, ესენია:
1.მონარქია _ “ერთმმართველობა”, მეფის ანუ ერთი პიროვნების მმართველობა, რომელიც არ ეფუძნება არჩევის პრინციპს და ხელისუფლება მემკვიდრეობით გადაეცემა.
2.ოლიგარქია _ “მცირეთა მმართველობა”. ეს ფორმა საბერძნეთში საკმაოდ გავრცელებული იყო და გულისხმობდა, რომ რეალურ მმართველობას განახორციელებდა საზოგადოების ელიტარული ანუ მცირე ნაწილი. მისი გამოყოფა ხდებოდა არისტოკრატიული და ტიმოკრატიული პრინციპით. არისტოკრატიული პრინციპი გულისხმობს მმართველობის განხორციელებას დიდგვაროვანები, ხოლო ტიმოკრატიული პრინციპი გულისხმობს, როდესაც მმართველობას ახორციელებენ ის პირები, რომლებიც თავიანთი ქონებით იყვნენ გამორჩეულები. ეს პოლიტიკური სისტემა საბერძნეთის არაერთ პოლისში მოქმედებდა.
3.ტირანია _ ასევე აღნიშნავს ერთმმართველობას, რომელიც გაჩენილია ხალხის რისხვით და არა ღვთის წყალობით. ერთსულოვანი იყო ბერძნების უარყოფითი დამოკიდებულება ტირანიის მიმართ, რადგან ხალხისა და ქვეყნის ბედი ერთი კაცის ნებასა თუ პიროვნულ თვისებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან იგი დიდი ხიფათის შემცველია.
4.დემოკრატია _ “ხალხის მმართველობა”. თანამედროვე დემოკრატიისაგან განსხვავბით ბერძნები ამ ტერმინით მხოლოდ იმ პოლიტიკურ სისტემას მოიხსენიებდნენ, სადაც ხალხი ანუ დემოსი პირდაპირ მმართველობას ახორციელებსა, ანუ ყოველდღიურად იკრიბებოდა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.
ბერძენი ფილოსოფოსების უმეტესობა ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ მიიჩნევდა ოპტიმალურად. პლატონი თავის ნაშრომში “სახელმწიფო” გვთავაზობს მმართველობის ისეთ მოდელს, სადაც ქვეყანას განაგებენ სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები. თუკიდიდე კი იმ შერეული მოდელისაკენ ეხრება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებით განხორციელდა რომში და თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში.
საბერძნეთის ქალაქებს შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი ეკავა ათენსა და სპარტას. ამ ქალაქების მმართველობის სისტემა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა. სწორედ ამიტომ ამ ორი პოლისის მაგალითზე განვიხილავთ მმართველობის ორ ფორმას: ბერძნულ დემოკრატიას და სამხედრო-ლიგარქიას.