Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 2 March 2018


ელინიზმი და ელინისტური
სახელმწიფოები

    ელინი იყო ბერძნების თვითსახელი, ელინიზმის ეპოქა  კი აღნიშნავს ისტორიულ ეპოქას, რომელიც იწყება ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის წარმოქმნიდან, ზოგი მეცნიერის აზრით კი ალექსანდრე   კედონელის გარდაცვალებიდან (ძვ.წ. 323 წ) და მთავრდება რომაელთა მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს _ ეგვიპტის დაპყრობამდე (ძვ.წ. 30 წ), ზოგი მეცნიერის აზრით კი  ეგვიპტის დედაფალ კლეოპარტა VII-ის სიკვდილით _ ძვ.წ. 31 წ. ანტიკური ხანის ავტორები ელინისტს უწოდებდნენ არაელინელსაც, ე.ი, მათ, ვინც სწორად მეტყველებდა და წერდა ბერძნულად.
  აღმოსავლეთის კულტურასთან. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისმა მხედართმთავრებმა, იგივე დიოდოხოსებმა, დაიწყეს ბრძოლა მიწებისა და ძალაუფლებისათვის, რომელიც მიმდინარეობდა  ძვ.წ. 323 - 281 წლებში. დიოდოხოსებმა ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ერთმანეთში გაინაწილეს, რის შედეგადაც წარმოიქმნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომელთა სათავეში მაკედონელი მმართველები იდგნენ. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ბერძნულ-მაკედონურ სამეფო დინასტიებს. კერძოდ: 
1. პტოლემაოსმა _ ძალაუფლება გაავრცელა ეგვიპტეში და დაამკვიდრა პტოლემაიდების დინასტია. ეგვიპტის ამ ახალი სახელმწიფოს მთავარი ქალაქი ალექსანდრე დიდის მიერ დაარსებული ალექსანდრია გახდა;
2. სელევკოსმა _ ძალაუფლება გაავრცელა ბაბილონსა და სირიაში. ამ სამეფოს ეწოდა სელევკიდების სამეფო. სელევკიდების სამეფო ყველაზე დიდ ელენისტურ სახელმწიფოდ იქცა. ამ სამეფოს დედაქალი გახდა ანტიოქია; ეს სამეფო არსებობდა ძვ.წ. 312 – 64 წლებში.
3. ანტიპატროსმა ძალაუფლება გაავრცელა მაკედონიასა და საბერძნეთში,
4. ლისიმაქოსმა _ ძალაუფლება გაავრცელა თრაკიაში;
5. ანტიგონოსმა _ ძალაუფლება გაავრცელა ფრიგიაში, ლიკიასა და პამფლიაში, 
6. ამ სამეფოებს მოგვიანებით შეუერთდა  პერგამონის სამეფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ატალიდების დინასტია; 
7. განსხვავებული დინასტიით ჩამოყალიბდა პონტოს სამეფო, რომელსაც სათავე დაუდო დარიოს III-ის სატრაპმა მითრიდატემ _ მან სათავე დაუდო მითრიდატიდების დინასტიას.  ამ სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა ქალაქი ამასია;
      ასე დაიშალა ალექსანდრეს უზარმაზარი სახელმწიფო და წარმოიქმნა დამოუკიდებელი ელინისტური სახელმწიფოები: სირია, ეგვიპტე, ბითვინია, პერგამოსი და მაკედონია. 
     ელინისტურ ეპოქას ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ჰქონდა:
1.დიდი სამეფოების არსებობა ბერძნული და მაკედონური დინასტიებით სათავეში;
2.ძველ აღმოსავლეთში საქალაქო ცხოვრების განვითარება;
   სწორედ ალექსანდრე მაკედონელისა და მისი მემკვიდრეების მიერ დაარსებული ქალაქების საშუალებით გარდაიქმნა ახლო აღმოსავლეთის კულტურა ცივილიზაციად, რომელსაც დღეს ელინისტურ კულტურას ვუწოდებთ.

    ალექსანდრე დიდი თითოეულ დაპყრობილ ქვეყანას მათი ტრადიციების შესაბამისად მართავდა. იგი ადგილობრივი მოსახლეობის ადათ-წესებსა და სარწმუნოებას პატივისცემით ეკიდებოდა. ალექსანდრე მაკედონელს დაპყრობილ ქვეყნებში გაჰყავდა გზები, აარსებდა ახალ ქალაქებს და თითოეულ მათგანს ალექსანდრიას უწოდებდა. ალექსანდრეს სახელმწიფოში 70 ალექსანდრია იყო. ამ ქალაქებიდან ყველაზე ცნობილი ნილოსის დელტაში დაარსებული ეგვიპტის ალექსანდრია იყო. ეგვიპტის ალექსანდრიაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მისი ნავსადგური 1200 ხომალდს იტევდა. იქ მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ ვაჭრები და ზღვაოსნები. ეგვიპტის ალექსანდრია მთელ ბერძნულ სამყაროს შალის საქონლით, მინით, სპილოს ძვლით, ტილოთი, სანელებლებითა და პაპირუსით ამარაგებდა. ქალაქი თავისი “მუზების ტაძრით” იყო განთქმული. ის წარმოადგენდა სამეცნიერო ცენტრს, სადაც მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები და მწერლები იყრიდნენ თავს. ისინი იქვე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. მათ ეკუთვნის მრავალი აღმოჩენა და გამოგონება. “მუზების ტაძარში” იყო უდიდესი ბიბლიოთეკა, სადაც 500 000 ხელნაწერი ინახებოდა. სპეციალური ბრძანების თანახმად, ალექსანდრიის ნავსადგურში შესულ ყოველ ხომალდს ალექსანდრიის ბიბლიოთეკისათვის რაიმე უნდა ჩაეტანა. ალექსანდრიის არქიტექტურულ შედევრს წარმოადგენდა ალექსანდრიის შუქურა _ რომელსაც მსოფლიოს 7 საოცრებაში მოიხსენიებენ.
   ბერძნებმა ამ ქალაქებში შეიტანეს საქალაქო ცხოვრების მრავალი ელემენტი: ტაძრები, თეატრები, გიმნასიუმები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები. პირველად ისტორიაში ბერძნულად მოლაპარაკე ადამიანს მოგზაურობის დროს არც ერთ ქალაქში არ სჭირდებოდა თარჯიმანი.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -