Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 7 March 2018



რომის წარმოშობა, მეფეთა ხანა 

     ძველი რომის ისტორია პირობითად დაყოფილია სამ პერიოდად:
                    1. მეფეების ეპოქა _ ძვ.წ. VIII- ძვ.წ. VI სს;
                    2.რესპუბლიკია ხანა _ ძვ.წ. VI – ძვ.წ. I სს;
                    3.იმპერიის ხანა _ ძვ.წ. I – ახ.წ. V სს, რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ ხანად: 
            3.1. პრინციპატი - ოქტავიანეს იმპერატორობის ხანიდან (ძვ.წ. 31 წ) დიოკლეტიანეს იმპერატორობის ხანამდე (ახალი წ. 284 წლამდე);
                   3.2. დომინანტი - დიოკლეტიანეს იმპერატორობის ხანიდან (ახ.წ. 284 წლიდან) ოდოკრის აჯანყებამდე, ე.ი. რომის დაცემამდე; ძვ. რომის ისტორია დასრულდა 476 წ.
     აპენინის ნახევარკუნძულზე ხალხი ჯერ კიდევ  ძვ.წ. 6 000 წლის წინ ცხოვრობდა, კერძოდ, ქვეყნის შუა ნაწილი დასახლებული იყო ლათინების ტომით. ხოლო ძვ.წ. 900 წლის წინ კი აპენინის ნახევარკუნძულზე ეტრუსკები შევიდნენ, რომლებმაც 12 ქალაქ-სახელმწიფოს კავშირი შექმნეს. 
     ძვ.წ. VIII-VII სს-ში აპენინის ანხევარკუნძულის სამხრეთში ბერძნები გამოჩნდნენ. ბერძნები დიდად გააკვირვა ქვეყნის მდიდარმა მცენარეულმა საფარმა და საქონლის სიმრავლემ. მათ ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს უწოდეს “ხბოების ქვეყანა”-იტალია. შემდგომ ეს სახელი მთელ ნახევარკუნძულს დაერქვა. ბერძნებმა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე _ნეაპოლიდან სიცილიის ჩათვლით - კოლონიერბი დაარსეს. ამ რაიონს დიდი ხნის განმავლობაში “დიდ საბერძნეთს”-აც უწოდებდნენ.

      ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპმა ძმებმა, რომულუსმა და რემუსმა დაარსეს ძვ.წ. 753 წელს რომლის პირველი მეფე რომულუსი გახდა.  რომი მდებარეობს იტალიის ერთ-ერთი წყალუხვი მდინარის, ტიბრის ქვედა წელზე, შესართავიდან 25 კმ-ის დაშორებით, იქ სადაც შვიდი ბორცვი მდებარეობს. ლათინებმა თავის ერთ-ერთ დასახლებად სწორედ ეს კუთხე შეარჩიეს, რადგან წყალუხვი მდინარე და ზღვის სიახლოვე ნაოსნობისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა, ბორცვები კი ბუნებრივ თავშესაფარს წარმოადგენდა თავდასაცავად. ძვ.წ. VIII საუკუნისათვის ბორცვების დასახლებები გართიანდნენ და წარმოიშვა ქალაქი შვიდ ბორცვზე _ რომი. ერთ-ერთ მათგანზე, კაპიტოლიუმის ბორცვზე _ აიგო ციხესიმაგრე. მას რომის მოსახლეობა საშიშროების დროს აფარებდა თავს. იგი იქცა ქალაქის მთავარ გამაგრებულ ადგილად. რომის მნიშვნელოვანი ადგილი ასევე იყო ფორუმი _ (ლათინურად ბაზრის მოედანი), აქ იმართებოდა ბაზრობა, სახალხო კრებები და სასამართლო.
     როგორც ავღნიშნეთ სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფე, რომელსაც ირჩევდა სახალხო კრება. მეფე იყო მხედართმთავარი, მსაჯული და უმაღლესი ქურუმიც. რომულუსს რომის მოსახლეობა დაუყვია ორ ძირითად ნაწილად. ესენი იყვნენ: პატრიციები _ რომის უძველესი მოსახლეობის შთამომავლები, ანუ მამით ძირძველი რომაელები და პლებეები _ რომში ჩამოსახლებულები, მოსულები და მათი შთამომავლები. ძველ რომში ძალაუფლება პატრიციების ხელში იყო. პატრიციებს შორის ყველაზე ასაკიანი მამაკაცები იკრიბებოდნენ სათათბირო ორგანოში, იგივე უხუცესთა საბჭოში, რომელსაც სენატს უწოდებდნენ. იგი შედგებოდა 300 წარჩინებული ოჯახის მეთაურებისაგან. სენატი თავისი წევრებისაგან ანუ სენატორებისაგან ირჩევდა მთავრობის წარმომადგენლებს. 
    პლებეებს არც ერთი თანამდებობის დაკავების უფლება არ ჰქონდათ. საკამათო საკითხებს პატრიციები საკუთარი ნებით, თავისივე სასარგებლოდ წყვეტდნენ. პატრიციებსა და პლებეებს შორის აკრძალული იყო ქორწინება. სათემო ნაკვეთები მხოლოდ პატრიციებს ეკავათ. პლებეებს კი პატრიციების ნებართვის გარეშე მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ. ზოგჯერ ვალის გადაუხდელობის გამო, თავისუფალი პლებე მონა ხდებოდა. 
    ასეთი უთანასწორობა პატრიციებსა და პლებეებს შორის პლებეების უკმაყოფილებას იწვევდა, ამიტომ ისინი ჯარში სამსახურზე უარს ამბობდნენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეექვსე მეფემ სერვიუს ტულიუსმა გაატარა რეფორმები, რომლის მიხედვით ყოველი ადამიანი განურჩევლად წარმოშობისა, ვინც საკუთარი ხარჯით სამხედრო სამსახურს გადიოდა, რომის მოქალაქე გახდა. პატრიციებისა და პლებეების უფლებები მაინც ვერ გათანაბრდა. რომს მეფეთა ხანაში ერთმანეთის თანმიმდევრობით შვიდი მეფე მართავდა. რომის პირველი მეფე, როგორც უკვე ავღნიშმეთ რომულუსი ყოფილა, უკანასკნელე მეფე იყო  ტარკვინიუს ამაყი, იგივე ტარკვინიუს სუპერბუსი. ამ უკანასკნელის მმართველობა და ძვ.წ. 509 წელს ის ჩამოაგდეს ტახტიდან და გააძევეს, ხოლო ქვეყანაში დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა. ამიერიდან რომს მეფე აღარ ჰქოლია.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -