Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday, 8 March 2018
რომის იმპერიის დაცემის ძირითადი მიზეზები
II ს-ის მიწურულიდან დაიწყო რომის იმპერიის დასუსტების ხანა, რომლის ძირითადი მიზეზები იყო:
1.ცხოვრება სხვის ხარჯზე _ რომაელები ფიქრობდნენ, იშრომონ სხვებმა, რატომ უნდა ვიშრომოთ ფიზიკურად, როდესაც ამისათვის მონები არსებობენ. მერერა თუ ისინი უგულოდ მუშაობენ, მონებთან ერთად შეიძლება კოლონებიც გამოვიყენოთ. კოლონები იყვნენ გაღატაკებული სოფლელები ან ქალაქის მცხოვრებლები. მათ მიწის მფლობელი, მიწის ნაკვეთებს იჯარით აძლევდა. სოფლის მეურნეობაში მონები თანდათან კოლონებმა შეცვალეს;
2. სახელმწიფო გადასახადები იხადონ სხვებმა _ რატომ უნდა ვიხადოთ გადასახადები, თუ შეიძლება ფული პროვინციებიდან მივიღოთ;
3. საზღვრები დაიცვან სხვებმა _ ჩვენ რატომ უნდა დავიცვათ რომის იმპერიის საზღვრები როცა შეიძლება სხვა ტომის მეომრები გამოვიყენოთ.
4. ზნეობის დაცემა _ რომის იმპერიაში ძალადობა, გაუტანლობა, ღალატი და სიხარბე სუფევდა. ამის მიზეზი იყო გაუთავებელი სამოქალაქო ომები, იმპერატორთა მუდმივი ცვლა, ჯარში დისციპლინის შესუსტება. ზნეობის საყოველთაო დაცემამ ქორწინებისა და ოჯახისადმი დაუდევარი დამოკიდებულება გამოიწვია.
5. იმპერიაში ღარიბების პრობლემები ბოლომდე არასოდეს გადაჭრილა. ეს მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევდა;
6. გაზრდილი ხარჯრბი _ მდიდართა ძვირადღირებული ცხოვრება, საუსრულებელი საშიანაო თუ საგარეო ომები სულ უფრო მეტ ხარჯებს მოითხოვდა.
7. გაზრდილი გადასახადები და ფასები _ ხარჯების ზრდა გადასახადებისა და ფასების ზრდას, ეს კი ვაჭრობისა და მეურნეობის მოშლას იწვევდა. ასეთ ვითარებაში ძნელი იყო ჯარისკაცისათვის ჯამაგირისათვის საჭირო ხარჯების გამონახვა.
8. იმპერიაში დაწყებული უკმაყოფილო მეომრების ამბოხი;
9. თავდაცვის შესუსტება _ დისციპლინადარღვეული ჯარით რთული იყო დაპყრობილი ქვეყნების მორჩილებაში ყოლა და უცხო ტომთა თავდასხმებისაგან რომის იმპერიის დაცვა.