Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 7 March 2018


I ტრიუმვირატი

    როგორც დავინახეთ ძვ.წ. I საუკუნეში რომის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა და სამი კონტინენტი მოიცვა. სენატს (როგორც გვახსოვს რომის სენატი იყო მართვის მნიშვნელოვანი ორგანო როგორც რესპუბლიკის ასევე იმპერიის ხანაში. თავდაპირველად სენატი უხუცესთა საბჭო იყო, მოგვიანებით კი მან ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა) და კონსულებს, რომლებიც ყოველწლიურად იცვლებოდნენ უჭირდათ ქვეყნის მართვა, რადგან საომარი მოქმედებები რომიდან შორს მიმდინარეობდა. სამხედრო მოქმედებებს გამოცდილი მხედართმთავრები ხელმძღვანელობდნენ. მიღწეულმა წარმატებებმა ამ სარდლების ავტორიტეტი გაზარდა. ისინი სენატის დავალებით თავად აგროვებდნენ ჯარს (ხდებოდა ჯარის დაქირავებც), უხდიდნენ გასამრჯელოს და ნადავლსაც უნაწილებდნენ. ამის გამო ლეგიონები ხშირად მხოლოდ თავის სარდალს ემორჩილებოდნენ.
   სამხედრო წარმატებებისდა მიუხედავად, რომში პოლიტიკური კრიზისი გრძელდებოდა. პოლიტიკურ ბრძოლაში თანდათანობით სამი პიროვნება _ იულიუს კეისარი, გნეუს პომპეუსი და ლიციუს კრასუსი დაწინაურდნენ. პომპეუსმა მითრიდატეს დამარცხებით ისახელა თავი, კრასუსს სახელი მონათა აჯანყების ლეგენდარული ბელადის, სპარტაკის დამარცხებამ შესძინა. იულიუს კეისარმა კი თავი გამოიჩინა ესპანეთის აჯანყების ჩახშობით. 
  ძვ.წ. 60 წელს იულიუს კეისარი გალიიდან რომში დაბრუნდა და კონსულის თანამდებობა მიიღო. მან შეძლო შეერიგებინა ერთმანეთს დაპირისპირებული კრასუსი და პომპეუსი. ამის შემდეგ რომის პოლიტიკური ელიტის ამ სამმა გამორჩეულმა ლიდერმა, ძვ.წ. 60 წ ერთმანეთთან არაოფიციალური შეთანხმება, კავშირი შეკრა რათა ყველაფერში ერთმანეთს დახმარებოდნენ. ამ გაერთიანებას თანამედროვეებმა ტრიუმვირატი ანუ სამი ადამიანის მმართველობა უწოდეს. მათ, ფაქტობრივად რომის რესპუბლიკაში მთელი ხელისუფლება გაინაწილეს.

   როგორც ავღნიშნეთ ძვ.წ. 60 წელს შექმნილ სამი ცნობილი რომაელი სარდლის მმართველობას ეწოდა I ტრიუმვირატი. მათი მომხრეები ტრიუმვირატს უწოდებდნენ კავშირს ჭკუას (იულიუს კეისარი), ძალას (პომპეუსი) და ფულს (კრასუსი) შორის. მოლაპარაკებათა შედეგად ტრიუმვირთა უფლებები გაიზარდა: ჭკუით გამორჩეულ იულიუს კეისარს 5 წლით  ერგო გალია, რომაულ არმიაზე დიდი გავლენის მქონე პომპეუსს, ასევე 5 წლით _ ესპანეთი, ხოლო უმდიდრეს კრასუსს _ სირია, თუმცა ეს უკანასკნელი ძვ.წ. 53 წელს პართიელებთან ბრძოლაში ტრაგიკულად დაიღუპა. 
   რომის ლაშქარს კრასუსის სარდლობით პართიის დედაქალაქის აღება სურდა და ამისათვის დახმარება სთხოვა სომხეთის მეფეს. სომხეთის მეფემ კი პართიის მეფესთან დადო კავშირი. ძვ.წ. 53 წ რომაელებმა მძიმე მარცხი განიცადეს მესოპოტამიაში. მოკლული კრასუს თავი, გამარჯვების ნიშნად გაუგზავნეს პართიის მეფეს. 
   ამგვარად მსოფლიო ისტორიის მოვლენები ამჯრად ორი გლობალური იმპერიის ჭიდილის ფონზე მიმდინარეობდა, ოღონდ ამ შემთხევაში ერთმანეთს დაუპირისპირდა დასავლეთის ცივილიზაციის სახით რომი, ხოლო აღმოსავლეთისა კი _ პართია.

   რომში კი კრასუსის გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა პომპეუსსა და იუსიუს კეისარს შორის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრიუმვირატებს შორის ურთიერთობა თავიდანვე დაძაბული იყო, მაგრამ მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ და ამიტომ შეკრეს კავშირი. სინამდვილეში თითოეული პირველობას აპირებდა და მხოლოდ შესაბამის დროს ეძებდა მოწინააღმდეგეთა გზიდან ჩამოსაცილებლად. კრასუსის სიკვდილმა მოვლენათა განვიტარება დააჩქარა. ნელ-ნელა სენატორების ერთი ნაწილი პომპეუსს დაუახლოვდა და აშკარად აპირებდა მის გამოყენებას კეისრის წინააღმდეგ. რომში თავისი მომხრეები ჰყავდა იუსლიუს კეისარსაც. ვითარება თანდათან იძაბებოდა. სენატში გამოითქვა აზრი, რომ პომპეუსსაც და კეისარსაც ერთდროულად უნდა ეთქვათ უარი უფლებამოსილების მოხსნაზე, მაგრამ პომპეუსის მომხრეები ამას არ დაეთანხმნენ. მოწინააღმდეგეების შერიგებას ცდილობდა ცნობილი ორატორი ციცერონი, თუმცა ვერაფერს მიაღწია. 
   სენატმა დაადგინა, რომ კეისარს უნდა დაეშალა საკუთარი ლეგიონები და უარი ეთქვა უფლებამოსლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ კეისრის მომხრე ტრიბუნებმა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი იყო ანტონიუსი, სენატის ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო, სენატმა გამოაცხადა, რომ სამშობლო საფრთხეშია და პომპეუსის ჯარს შეკრება დაავალა.
 ასე დაიშალა კრასუსის გარდაცვალების სემდეგ I ტრიუმვირატი. იულიუს კეისარმა კი წარმატებით დალაშქრა გალია და ბრიტანეთის სამხრეთი. 

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -