Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 1 March 2018



დიაოხი (ძვ.წ. XII - ძვ.წ. VIII სს)


      ძვ.წ. XIII საუკუნიდან წინა აზიაში დაწინაურდნენ ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ტომები. ქართველური ტომები თანდათან გაუმეზობლდნენ იმ დროს გაძლიერებულ “სამხედრო სახელმწიფოებს”, ასე მათ ზოგი ისტორიკოსი იმიტომ მოიხსენიებს, რომ ისინი მუდმივად ომებს აწარმოებდნენ. ასეთი სახელმწიფოები იყო: ხეთების სამეფო, მითანი, ასურეთი.
     ცნობილია რომ, ასურეთის სახელმწიფომ, რომლის მეფე იყო ტიგლათფილესერ I-ი, ძვ.წ. 1112 წ. მოაწყო ლაშქრობა ჩრდილოეთით “ნაირის ქვეყნების” წინააღმდეგ. სწორედ “ნაირის ქვეყნებს” შორის ყველზე ძლიერი ქვეყანა ყოფილა დიაოხი. დიაოხი ამ ქვეყნის ურარტული სახელწოდებაა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით ასურელები მას დაიანეს უწიდებდნენ. ძვ.წ. V ს-ის ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე სამხრეთ კავკასიაში ასახელებს ტაოხებს, რაც იგივე დიოხის ბერძNული სახლწოდდება უნდა იყოს. ეს სახელი შემორჩა ისტორიული საქართველოს ერთერთ თემს – ტაოს, სწორედ ამის გამო უნდა ვიფიქროთ, რომ დიაოხი მაშინდელი ტაოს ადგილზე მდებარეობდა.
დიაოხის გავლენა ვრცელდებოდა შავ ზღვამდე. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ, როდესაც ასურეთის მეფე ტიგლათფილისერ I-მა ძვ.წ. 1112 წელს ილაშქრა “ნაირის ქვეყნების” წინააღმდეგ, სწორედ დიაოხის მეფე სიენი ედგა სათავეში ასურეთის წინააღმდეგ მებრძოლ იმ ქვეყნების კოალიციას, რომლის საშველადაც გამოსულა “60 მეფის” ლაშქარი, (ასურელები “ნაირის” ქვეყნებს ეძახდნენ მათი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ მიწა-წყალს). ბრძოლა ასურეთის ლაშქრის გამარჯვებით დასრულდა, მეფე სიენი დაატყვევეს და დედაქალაქ ასურში ჩაიყვანეს, თუმცა სიენი ასურეთის მეფეს მორჩილებას დაჰპირდა და სანაცვლოდ თავისუფლება მიიღო. 
     ამ ლაშქრობის შესახებ თავად ასურული წყაროები მოგვითხრობს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დიაოხი ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ტომთა სახელმწიფოებრივი გაერთიანება ყოფილა. სწორედ ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-ის მიერ ამოკვეთილ ლურსმულად შესრულებულ წარწერაში ისტორიაში პირველად მოიხსენიება  (ასურულად) დაიანეს, (ურარტულად) დიაოხის არსებობა.
ისტორიულ წყაროებში დიაოხის არსებობა ძვ.წ. XII საუკუნიდან ძვ.წ. VIII საუკუნის 60-იან წლებამდე მოიხსენიება. 
     დიაოხმა ისარგებლა ტიგლათფილესერის მემკვიდრეების დროს ასურეთს დასუსტებით და კვლავ გაძლიერდა, თუმცა მის მეზობლად წარმოიქმნა ახალი სახელმწიფო _ ურარტუ, რომელმაც დიაოხის მდგომარეობა ისევ შეცვალა. ურარტუს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ჩრდილოეთით სწორედ დიაოხი ყოფილა. ურარტუს წინააღმდეგ ბრძოლაში დიაოხის მეფე ასია დაუკავშირდა ასურეთს, მაგრამ მისმა ასეთმა პოლიტკამ მარცხი განიცადა. ამ დროს დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა მრისხანე მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავა ამისა, როგორც წყაროებიდან ჩანს, ურარტუს წინააღმდეგ მებრძოლ ამიერკავკასიის ტომთა ბრძოლას სათავეში ჩასდგომია დიაოხი.
 ურარტუს მეფეები თავიანთი ლაშქრობების შესახებ ქვაებზე ამოკვეთილ წარწერებში ყვებიან. ეს წარწერები ამოკვეთილია სხვადასხვა ნაგებობების ქვებზე და კედლებზე. სწორედ ასეთი წყაროს დახმარებით (კომელიც ამოკვეთილია კლდეზე) ცნობილი გახდა, რომ ურარტუს მეფე მენუას ულაშქრია დიაოხში, დაურბევია დიაოხი და მისი “სამეფო ქალაქი” შაშილუ და დაუმორჩილებია მეფე უტუფურსი, რომელიც გამუდმებით აჯანყებებს აწყობდა. ამ წარწერაში ურარტუს მეფე მენუა დიაოხს უწოდებს “ძლევამოსილ ქვეყანას”, მოწინააღმდეგის ასეთ მოხსენიება კი უჩვეულოა ურარტული წარწერებისათვის.
    დიაოხის მეფე უტუფურსს ებრძოდა ასევე ურარტუს მეფე არგიშტი I, რომლის ბრძანებითაც შესრულებული ერთერთი წარწერა (ძვ.წ. VIIIს.) გვამცნობს ურარტუს მეფის არგიშტი I-ის ლაშრქობის შესახებ დიაოხის ქვეყანაში. ამ წარწერაში ურარტუს მეფე იკვეხნის, რომ მან დაწვა დიაოხის ქვეყნის სამეფო ქალაქი ზუა და დაიმორჩილა დიაოხის მეფე, არგიშთი აღნიშნავს აგრეთვე, რომ მან გაანადგურა დიაოხის დასახმარებლად მისული მეფეები. 
    ეს წარწერა მოწმობს, რომ დიაოხი იყო ძლიერი დამდიდარი ქვეყანა, სადაც განვითარებული იყო მეტალურგია (ოქრო, ვერცხლი, სლიპენძი) და მესაქონლეობის სხვადასხვა დარგები, განსაკუთრებით მეცხვარეობა. ჩანს აგრეთვე, რომ დიაოხს ჰყოლია მოკავშირეები, რომლებიც მასთან ერთად იბრძოდნენ ურარტუს აგრესიის წინაღმდეგ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ურარტუს მეფეები თავის წარწერებში მოიხსენეებენ დიაოხის “მეფეებს” თანაც სახელებით და არა უბრალოდ “უხუცესებს”. ყოველივე ეს კი იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დიაოხი წარმოადგენდა ძველი აღმოსავლეთის ტიპის სახელმწიფოებრივ გაერთიანებას.
ძ    ვ.წ. VIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ურარტუს მეფეების წარწერებში დიაოხი აღარ მოიხსენიება,სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ დიაოხი ამ დროს განადგურდა მისი მეზობელი, ასევე ქართველური ტომებისაგან წარმოქმნილი კოლხას შემოტევების შედეგად.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -