Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday 1 February 2018
პირველყოფილი საზოგადოების ისტორიული და არქეოლოგიური პერიოდიზაცია
პირველყოფილი საზოგადოების ისტორიის ყველა რთული პრობლემაა მისი პეროდიზაცია, ეს ეხება როგორც ისტორიული, ასევე არქეოლოგიურ პერიოდიზაციას. დღეისათვის ისტორიოგრაფიაში მიღებულია პირველყოფილი საზოგადოების ისტორიის სამ ეტაპად დაყოფა:
1 - პრათემი (იგივე პირველყოფილ ადამიანთა ჯოგი, წინაგრავნული საზოგადოება);
2 – პირველყოფილი (გვაროვნული) თემი, სადაც შედის ადრეგვაროვნული და გვიანგვაროვნული თემი, რომელთა შორის ზღვარს წარმოადგენს მითვისებითი მეურნეობიდან წარმოებით მეურნეობაზე გადასვლა;
3 – პირველყოფილი მეზობლური თემი, ზოგჯერ ამ პერიოდს სამხედრო-დემოკრატიის ხანას ან პროტოგლეხურ ე.ი. წინარეგლეხურ თემს უწოდებენ;
პირველყოფილი საზოგადოების ისტორიაში ყველაზე მეტად გამოიყენება არქეოლოგიური პერიოდიზაცია, რომლის მიხედვით კაცობრიობის ისტორია იყოფა:
1.ქვის ხანა
2.ბრინჯაოს ხანა
3.რკინის ხანა
თითოეული ხანა იყოფა კულტურებად და პერიოდებად:
1. ქვის ხანა თავის მხრივ იყოფა – პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანა, ნეოლითი ანუ ახალი ქვის ხანა და მეზოლითი, რომელიც პალეოლითსა და ნეოლითს შორის გარდამავალი პერიოდია. პალეოლითი თავის მხრივ იყოფა ქვედა პალეოლითად, რომელიც გრძელდება 2 მილიონიდან 40 000 წლის წინა პერიოდამდე. ქვედა პალეოლითი აერთიანებს ოლდუვაის, აშელისა და მუსტიეს კულტურებს. ზედა პალეოლითი, რომელიც გრძელდება 40 000 წლის წინა პერიოდიდან 10 000 წლის წინა პერიოდამდე.
1.2. მეზოლითი თარიღდება დაახლოვებით ძვ.წ. 10 ათასწლეულიდან 8 ათასწლეულამდე.
1.3. ახალი ქვის ხანაში ანუ ნეოლითში კულტურა სხვადასხვა ტერიტორიაზე არათანაბრად განვითარდა, ამიტომ ახალი ქვის ხანის ზოგად თარიღად შეიძლება მივიღოთ ძვ.წ. VII-IV ათასწლეულები.
1.4. ენეოლითი ანუ სპილენძ-ქვის ხანას უწოდებენ ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამაალ საფეხურს.
2.1. ბრინჯაოს ხანა საქართველოში იწყება ძვ.წ. IV ათასწლეულიდან და გრძელდება III ათასწლეულის მიჯნამდე. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად: ადრე, შუა და გვიანი.
2.2. ადრე ბრინჯაოს ხანა ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოდან III ათასწლეულის პირველ ნახევრამდე და იგი საქართველოში წარმოდგენილია მტკვარ-არაქსის კლტურით;
2.3. შუა ბრინჯაოს ხანა იწყება ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოდან და გრძელდება ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებამდე. ეს ხანა საქართველოში წარმოდგენილია “თრიალეთის კულტურის” სახელით;
2.4. ძვ.წ. II ათაწლეულის II ნახევრიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს ხანა, რომელიც გრძელდება ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრამდე. ამ ხანას ასევე უწოდებენ გვიანი-ბრინჯაო-ადრე რკინის ხანას; ამ ეპოქაში საქართველოსი ჩნდება ორი კულტურული წრე: დასავლურ ქართული ანუ კოლხური კულტურა და აღმოსავლურ ქართული კულტურა;
3. რკინის ხანა – რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ძვ.წ. I ათასწლეულით თარიღდება, საქართველოში კი ძვ.წ. VIII საუკუნიდან იხვეწება.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არქეოლოგიური პერიოდიზაცია არ არის უნივერსალური. სხვადასხვა კონტინენტზე, თუ უფრო მცირე ტერიტორიაზე ესა თუ ის პერიოდი სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა. ამიტომ არქეოლოგიური პერიოდიზაცია პირველყოფილი საზოგადოების შესწავლისას უნდა გამოვიყენოთ პირობითად.