Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 1 February 2018


          ტრადიციულად ჰომინიდებს უწოდებდნენ თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპრებს და მათ მონათესავე სახეობებს. მათგან ყველა სხვა სახეობა, თანამედროვე ადამიანის გარდა, გადაშენებულია.
       დაახლოვბეით 20 წლის წინ ადამიანის წარმოშობას დაახლოვებით ნახევარი მილიონის წლით ათარიღებდნენ. ამჟამად ეს თარიღი 2.5 მილიონი წლით გაიზარდა. შეიცვალა წარმოდგენები ადამიანის წინასამშობლოს მიმართაც. ამჟამად ფიქრობენ, რომ ადამიანის გამოყოფა ცხოველური სამყაროსაგან უნდა მომხდარიყო აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
        ადამიანის მსგავსი არსებები _ ახალი კლასიფიკაციით, ჰომინიდები _ აფრიკაში რამდენიმე მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. უძველეს ნაშთად დღეს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს 2001 წელს ჩადში, აფრიკაში აღმოჩენილ 7 მილიონი წლის წინანდელ “ჩადის საჰელანთროპუსს”, რომელსაც ზედმეტსახელად “ტუმაი” მისცეს. მან ჩამოართვა პირველობა მასზე 3-4 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ავსტრალიოპითეკს, ზედმეტსახელად “ლიუისი”.
       დაახლოვებით 2,5 მილიონი წლისაა ჰომო ჰაბილისი (Hომო ჰაბილის) _ “მარჯვე ადამიანი”, ადამიანთა (Hომო) გვარის ჩვენთვის ცნობილთაგან ყველაზე ადრეული წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უშუალო წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს. მას ადამიანიასმაგვარი არსებებისაგან გამოარჩევდა, პირველ რიგში ტვინის ზომა. იგი არა მარტო იყენებდა სხვადასხვა საგნებს იარაღად, რასაც ზოგი ცხოველიც ახერხებს, არამედ თვითონ ამზადებდა პრიმიტიულ იარაღს. ამიტომ ეწოდა მას “მარჯვე”.
        მისი სავარაუდო შთამომავალი, ჰომო ერექტუსი (Hომო ერეცტუს)_ “გამართულად მოსიარულე ადამიანი” დაახლოვებით 2-1.8 მილიონი წლის წინ გაჩნდა და მან თანდათან აითვისა ევრაზია. ზოგი მეცნიერი ამ სახეობის მრავალი ვარიაციის არსებობას ვარაუდობს, ზოგიც  მის გვერდით გამოყოფს სხვა სახეობებს _ ჰომო ერგასტერს (ჰომო ერგასტერ), ჰომო გეორგიკუს (ჰომო გეორგიკუს) ანუ “ქართველი”, მისი აღმოჩენის ადგილის მიხედვით. ადამიანის უძველესი სადგომები აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში (დაახლ. 1.8 მილიონი წლის წინანდელი), აგრეთვე ესპანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში.

დმანისელი ადამიანი

            მსოფლიოს მასშტაბით სენსაციური აღმოჩნდა საქართველოში, დმანისში, 1999 წელს ქართველი არქეოლოგების აღმოჩენა – მათ იპოვეს უზველესი ადამიანის (ჰომო ერექტუსის) ორი თავის ქალა – იგივე მზია და ზეზვა. როგორც აღმოჩნდა “დმანისელი ადამიანის” თარიღი ყველაზე ძველია ევრაზიის ტერიტორიაზე. დმანისელ ადამიანს ზოგიერთი მკვლევარი ჰომო ერექტუსის სახეობას მიაკუთვნებდა, ზოგიერთო ჰომო ერგასტერისას, ზოგიც ცალკე გამოჰყოფს ჰომო გეორგიკუსს, როგორც გარდამავალ სახეობას ჰომო ჰაბილისსა და ჰომო ერექტუსს შორის.
         დმანისში არაერთი ადამიანის ნაშთებია აღმოჩენილი. ამ აღმოჩენამ კი დიდად გაზარდა საქართველოს მნიშვნელობა კაცობრიობის საერთო წარსულის შესწავლის საქმეში. ქართველი მეცნიერებიც ჩაერთვნენ ამ საკითხების შემსწავლელ საერთაშორისო ქსელში.

       განვითარების ამ ეტაპზე ადამიანმა შედარებით დახვეწა ქვის იარაღი, შექმნა კომბინირებული იარაღი ქვის, ხის, ძვლის კომპონენტების გამოყენებით. ჰომო ერექტუსმა პირველმა “მოათვინიერა” და საკუთარ სამსახურში ჩააყენა ცეცხლი.
   მოგვიანებით კვლავ აფრიკიდან გავრცელდნენ ადამიანის სხვა უფრო მაღალგანვითარებული სახეობები _ “ჰაიდელბერგელი ადამიანი”, ნეანდერტალელი და თანამედროვე ადამიანი _ ჰომო საპიენსი, “გონიერი და მოაზროვნე ადამიანი”.






- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -