Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday, 1 February 2018
ქვის ხანა
ადამიანის წარმოშობიდან წერილობითი ძეგლების შექმნამდე დროის მონაკვეთს უწოდებენ პრეისტორიულ ანუ ისტორიამდელ ეპოქას. თავდაპირველად ადამიანები ძირითადად ქვის იარაღებით სარგებლობდნენ, რის გამოც ამ ეპოქას ეწოდა ქვის ხანა.
ქვის ხანა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თავის მხრივ, იყოფა:
1. პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანა _ პალეოლითის შიგნით კიდევ გამოყოფენ ქვედა, შუა და ზედა ანუ გვიან პალეოლითს;
2. მეზოლითი ანუ შუა ქვის ხანა;
3. ნეოლითი ანუ ახალი ქვის ხანა;
პალეოლითი ეპოქა გაგრძელდა ადამიანის წარმოსობიდან დაახლოვებით 12 000 წლის წინანდელ პერიოდამდე. იგი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც გაგრძელდა დაახლოვებით 2-2,5 მილიონი წელი. ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდნენ უძველესი და ძველი ადამიანები: კერძოდ - პითეკანტროპი, სინანტროპი, ჰაიდელბერგელი, დმანისელი, ნეანდერტალელები და სხვა.
პირველყოფილი ადამიანის განსახლებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა შედარებით თბილი კლიმატი, საკვებად გამოსადდეგი მრავალფეროვანი მცენარეები და ცხოველები, ბუნებრივი თავშესაფრები და ქვიას იარაღებისათვის დასამზადებლად საჭირო ნედლეული. ასეთი ხელსაყრელი პირობები საქართველოსიც ქმნიდა შესაძლებლობას პირველყოფილი ადამიანის დასახლებისათვის.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, პალეოლითი თავის მხრივ ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად იყოფა. დმანისელი ადამიანი ქვედა პალეოლითის ყველაზე ადრეულ საფეხურზე ანუ ოლდოვიეს ეპოქაში ცხოვრობდა. ქვედა პალეოლითის შემდგომი საფეხურები საქართველოში ორას ოთხმოცზე მეტი არქეოლოგიური ძეგლითა და წარმოდგენილი და საქართველოს მრავალ კუთხეში გვხვდება. ქვედა პალეოლითის ადამიანი თავისი იერით და ცხოვრების წესით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისაგან. ბუნებრივია, ქვის მარტივი იარაღით აღჭურვილი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა არსებობას. იმისათვის რომ ეარსება , აუცილებელი იყო ადამიანებთან გაერთიანება. პირველყოფილი ადამიანები პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც 20-30 კაცისგან შედგებოდა. ასე შეიქმნა პირველყოფილი ჯოგი ანუ პრათემი. იმ ხანის ადამიანი აგროვებდა მცენარეთა ნაყოფს და ძირხვენების ძირებს, ნადირობდა, ზოგჯერ თევზაობდა კიდეც. მეურნეობის სახეობის მიხედვით, რომელსაც ის მისდევდა, იმ ხანის ადამიანს ველურ ან პირველყოფილ მონადირესა და შემგროვებელსაც (მიმთვისებელსაც) უწოდებენ.
პრათემი თავდაპირველად ცხოვრობდა ხის ტოტებისაგან გაკეთებულ კარვებში, სწორედ ადამიანთა კოლექტიურმა თანაცხოვრებამ ხელი შეუწყო მათ შორის გარკვეულ სოციალურ ორგანიზაციას (ადამიანებს შორის ურთიერთობებს), იერარქიას და ფუნქციათა დანაწილებას.
დროთა განმავლობაში პირველყოფილ ჯოგში ადამიანთა რაოდენობის ზრდამ, ასევე იარაღის დახვეწამ გაართულა ადამიანებს შორის ურთიერთობების სისტემა ე.ი. სოციალური ორგანიზაცია. მაგალითად: როგორც მეცნიერებმა დადგინეს დმანისელი ადამიანი ზრუნავდა არა მარტო საკუთარი თავისა და შთამომავლობის გამოკვებაზე, გადარჩენასა და გამრავლებაზე, არამედ უმწეო, მოხუც წევრებზეც. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა კომუნიკაციის საშუალებას – ენას, მაგრამ მეტყველება ჯერ კიდევ დახვეწილი არ იყო.
ქვედა პალეოლითში ადამიანმა ისწავლა ბუნებრივად გაჩენილი ცეცხლის გამოყენება და შენახვა, მაგრამ ჯერ არ იცოდა მისი მიღება. ამ პერიოდის ბოლოსათვის კი მან ისწავლა ცეცხლის ხელოვნური გაჩენა, რამაც დიდად შეუწყო ხელი მეურნეობის დაწინაურებას. თანამედროვე მეცნიერების აზრით ცეცხმა ისევე დააჩქარა პრათემიდან გვაროვნულ საზოგადოებაზე გადასვლა, როგორც რკინის მეტალურგიამ პირველყოფილი თემური წყობილებიდან კლასობრივ საზოგადოებაზე გადასვლა. ცეცხლის დამორჩილება იმდენად დიდი და შთამბეჭდავი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომ ეს ფაქტი მრავალი ხალხების თქმულებებში და ლეგენდებში აისახა. ამ მითებს შორის ყველაზე ცნობილი პრომეთეს შესახებ ძველბერძნული თქმულებაა.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრვალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალმთიან ზოლსაც. კუდაროს გამოქვაბულები მდებარეობს ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, ხოლო წონაში – 2100 მეტრზე. ჯავახეთის ზეგანზე აღმოჩენილი ღია სადგომი ზღვის დონიდან 2400 მეტრზეა.
ზედა პალეოლითი 40-35 ათასი წლის წინათ დაიწყო. მისი დადგომა დაემთხვა დედამიწაზე ერთ-ერთ ძლიერ გამყინვარებას, როდესაც მუდმივი თოვლის და ყინულის საფარი ზღვის დონიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. გამყინვარების ხანაში, ჰავის გამკაცრებასთან დაკავშირებით ადამიანი ეძებს ახალ თავშესაფრებს და მიილტვის მღვიმეებისაკენ. მღვიმეში ადამიანთა ცხოვრებამ კი ხელი შეუწყო კოლექტიური თანაცხოვრების გამტკიცებას და გვარების წარმოქმნას. ეს იყო ქვედა პალეოლითიდან გვაროვნულ წყობილებაზე გადასვლის ხანა. ადამიანებმს გამოქვაბულებიდან ხშირად ძლიერი მტაცებელი ცხოველების გამოძევება ბრძოლით უხდებოდათ. გამყინვარების გადატანა ადამიანებს, ბუნებრივია ცეცხლის დაუფლებამ გაუადვილა.
ზედა პალეოლითი მნიშვნელოვანია მრავალი ცვლილებებით კაცობრიობის ისტორიაში, მათ შორის:
1. ადამიანი ფიზიკურად უკვე ემსგავსება თანამედროვე ადამიანს;
2. ზედა პალეოლითის ადამიანებმა მიაღწიეს ტექნოლოგიური განვითარების შედარებით მაღალ საფეხურს. იქმნება სხვადასხვა ტიპის მახვილი თუ ბლაგვი ქვის იარაღი _ დანა, ხერხი და სხვა; ნიჟარები, ძვალი და რქა თევზის საჭერად, კაუჭისა და ოროლის დასამზადებლად იხმარებოდა.
3. იზრდება პროფესიონალიზმი ნადირობაში –კერძოდ სხვადასხვა პრათემი სპეციალიზდება სხვადასხვა ცხოველის მოპოვებაში;
4. ადამიანის მიგრაცია მცირე გეოგრაფიული არეალით შემოისაზღვრება და თანდათან ერთ ადგილზე ცხოვრებას ირჩევს - ზედა პალეოლითის ადამიანი საკვების ძიებაში ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა, როგორც წესი, მიგრაცია შედარებით მცირე გეოგრაფიული არეალის შიგნით ხდებოდა და გარკვეული დროის შემდეგ ის სარიტუალო ადგილს (მაგალითად წმინდა ტყეს ან გამოქვაბულს) კვლავაც უბრუბდებოდა.
5. მაღალ საფეხურზე ადის სოციალური ორგანიზაცია – ე.ი. ცვლილებები ხდება ადამიანის საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც. კერძოდ, ერთ ადგილას დიდხანს ცხოვრებამ და კოლექტიური შრომის აუცილებლობამ ხელი შეუწყო ადამიანთა დაახლოვებას და უფრო მყარი ჯგუფების შექმნას, რომლებიც სისხლით ენათესავებოდნენ ერთმანეთს და ეს ნათესაობა დედის ხაზით გადადიოდა. ქალს შემგროვებლურ მეურნეობაში წამყვანი ადგილი ეკავა.
სისხლით მონათესავე ადამიანთა ჯგუფს გვარი ეწოდებოდა. ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ რამდენიმე გვარს შეიძლება ერთმანეთთან ჰქონოდა ნათესაური კავშირებიც, ერთობლივი ინტერესებიც, კერძოდ: ტერიტორიების უცხოებისაგან დაცვა, დიდ ცხოველებზე ერთობლივი ნადირობა. გვარი პატივს სცემდა დედამთავარს. ასეთ გვარებს, სადაც წამყვანი როლი ქალს ეკუთვნოდა მატრიარქალური ანუ დედამთავრული გვარი ეწოდება, ხოლო ეპოქას მატრიარქალური ეპოქა.
უნდა აღინიშნოს, რომ მატრიარქატი, როგოც კაცობრიობის განვითარების უნივერსალური საფეხური დღეს აღარაა გაზიარებული, თუცა არსებობს ცალკეული შემთხვევები, სადაც ქალის პირველობა მეტ-ნაკლებად დასტურდება, მაგრამ ძირითადად სოციუმის ლიდერი - კაცი იყო. სხვა საკითხია ნათესაობის დადგენა, რომელიც ქალის ხაზით უფრო იოლი იყო. გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კაცები მიდიოდნენ და სხვა ტომის ქალებთან მკვიდრდებოდნენ. იმხნად ოჯახი ჯერ კიდევ არ იყო მონოგამური ანუ ერთპარტნიორული და როგორც ქალს ისე კაცს ერთდროულად რამდენიმე მეუღლე შეიძლება ჰყოლოდა. ამას პოლიგამია ეწოდება. ასეთ ვითარებაში წარმომავლობა დედის ხაზით უფრო ადვილად დასადგენი იყო.ე.ი. არ არსებობდა ოჯახი.
ოდითგანვე ქალსა და კაცს შორის ფუნქციებიც დანაწილებული იყო. შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის როლი წამყვანი იყო. სანადიროდ წასული მამაკაცები შეიძლება რამდენიმე დღეს არ დაბრუნებულყვნენ. ამ დროს ყველაფერს ქალები აკეთებდნენ: უვლიდნენ და ყარაულობდნენ ცეცხლს, რომ არ ჩამქრალიყო, ტყეში ნაყოფის მოძებნა ყოველთვის შეიძლებოდა, ნადირობისას კი მამაკაცს შეიძლება ხელი მოსცარვოდა.
6. იქმნება გვაროვნული თემი - რამდენიმე მონათესავე ან მეზობელი გვარი ქმნიდა თემს, რომელსაც შეიძლება ერთ მჭიდრო დასახლებაში ეცხოვრა, ან გაფანტულად, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ის აკონტროლებდა. ზედა პალეოლითის დროს საქართველოში თემი ერთ ხევში იყო განსახლებული. ერთად მცხოვრებ თემის წევრებს აერთიანებდათ როგორც სააერთო ინტერესები, ასევე - კომუნიკაციის საშუალება-საერთო ენა, ამგვარ გაერთიანება კი ტომი ეწოდება. ტომის წევრებს ზნე-ჩვეულებები და რელიგიაც ერთნაირი ჰქონდათ.
7. ფორმირდება პირველყოფილი რელიგიის ფორმები - ადამინმა პალეოლითის ბოლოდანვე დაიწყო ტომის წევრის დაკრძალვა ორმოსამარხში, მძინარე პოზაში, მარჯვენა ან მარცხენა გვერძე მწოლიარე, ხელფეხმოკეცილი ფორმით. მიცვალებულის ასე დამარხვა მიანიშნებს, რომ უკვე არსებობს პრიმიტიული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები.
იმ ხანის ადამიანი ასულიერებდა უსულო საგნებს. მას ეგონა რომ საკუთარი თავის მსგავსად ქვას, ხეს, წყალს, მთას... თავისი სული გააჩნდა. ასეთ რწმენა-წარმოდგენებს მეცნიერები ანიმიზმს უწოდებენ. პირველყოფილი ადამიანი ასევე თაყვანს სცემდა ცხოველებს. ცალკეულ გვარსა და ტომს თავისი სათაყვანო ცხოველი ჰყავდა, რომელზედაც აკრძალული იყო ნადირობა. ასეთ ცხოველებს “ტოტემური ცხოველები” ეწოდებათ. მაგალითად ავსტრალიაში ადგილობრივი ტომებისათვის ტოტემური ცხოველი იყო კენგურუ. ფიქრობენ რომ ჩვენი წინაპრებისათვის ტოტემური ცხოველები უნდა ყოფილიყო მგელი, ტახი... გამოთქმულია მოსაზრება, რომ კავკასიაში გავრცელებული იყო ე.წ. “დათვის კულტი”. შენიშნულია რომ ზოგიერთ გამოქვაბულში დათვის თავის ქალები საგანგებოდ გამორჩეულ ადგილებზე ელაგა. გავრცელებული იყო აგრეთვე ხეთა თაყვანისცემა. ასეთ სათაყვანო ხეებად ჩვენში ითვლებოდა ნაძვი, მუხა, ცაცხვი, ალვა, ურთხმელი... ამავე დროიდან შემოდის შელოცვები ავი თვალისაგან დასაცავად, ავადმყოფობის განსაკურნებლად, აგრეთვე რწმენა იმისა, რომ სხვსდსხვს შელოცვილ საგანს ადამიანის დაცვა შეუძლია. ასეთ რწმენა-წარმოდგენას მეცნიერები მაგიას უწოდებენ.
8. ჩნდება და თავისი განვითარების აპოგეას აღწევს პირველყოფილი ხელოვნება –უძველესი რელიგიური რიტუალები სხეულის რიტმული, თანმიმდევრული მოძრაობით და “მუსიკალური” თანხლებით სრულდებოდა, რამაც თანდათან საფუძველი ჩაუყარა ცეკვას და სიმღერას.
ზედა პალეოლითიდან მოდის მხატვრობაც. იმჟამინდელი ადამიანი პირველ რიგში ცხოველებს და ნადირობის სცენებს ხატავდა. ეს არცაა გასაკვირი, ნადირობა ხომ მისთვის საკვების მოპოვების ერთადერთი თუ არა, უმთავრესი წყარო იყო. ზედა პალეოლითელი ადამიანის მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები შემოგვინახა პირინეის მთებისა და საჰარის უდაბნოს გამოქვაბულებმა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ალტამირას (ესპანეთში) და ლიასკოს (საფრანგეთში) გამოქვაბულების ფერწერა.
ზედა პალეოლითის ძეგლებში ჩნდება სხვადასხვა სახის სამკაული და ხელოვნების ნიმუშებიც, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ისევ რელიგიურ წარმოდგენებს უკავშირდებოდა. მაგალითად საგვარჯილეს მღვიმეში ნაპოვნია ცხოველის ლულოვანი ძვლის ნატეხისაგან გაკეთებული თევზის ფიგურა, რომელსაც თვალის ადგილას გამჭოლი ნახვრეტი აქვს. ალბათ იგი ავგაროზი უნდა ყოფილიყო, ასევე აღმოაჩინეს ზღვის მოლუსკების ნიჟარებისაგან გაკეთებული გულსაკიდი. მღვიმეთა კედლებზე ჩნდება ნახშირითა და სისხლით შესრულებული ნადირობის სცენებიც.
ზედა პალეოლითის ხელოვნების რამდენიმე ნიმუში ასევე აღმოჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, დაბა წალკის ახლოს არქეოლოგებმა კლდეზე ამოკაწრული ირმები, ცხენები, აქლემები, გველები, ფრინველები და მშვილდისრიანი კაცუნები აღმოაჩინეს. კლდის მხატვრობა შემქმნელთა ეკონომიკური საქმიანობისა და რელიგიური რიტუალების სხვადასხვა დეტალს გვაცნობს. ნახატებში ყველაზე გავრცელებული თემა ნადირობაა; ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებაზე მეტად ნადირობის სცენის გამოხატვას მაგიური დატვირთვა ჰქონდა და ფრიად პრაგმატულ მიზანს ემსახურებოდა: რომელიმე განსაკუთრებულად წარმატებული ნადირობის აღბეჭვდით მაგიური ზემოქმედება, რათა მომავალ ნადირობაშიც მსგავსი წარმატებისათვის მიეღწიათ.
პალეოლითის ველური მონადირეები სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ცხოვრობდნენ. ნადირობის წარმატებაზე დამოკიდებული ცხოვრება დალხინებისა და შიმშილობის მთელ პერიოდებს მოიცავდა. უიღბლობის ჟამს უძლიერეს
თა გარდა ყველა იღუპებოდა, ხანგრძლივი შიმშილობის შემთხვევაშიც კი ტომი ან ადგილსამყოფელს იცვლიდა, ან სულაც ამოწყდებოდა.
9. ადამიანი გახდა უფრო მობილური - მართლაც, როგორც წინარე ისტორიული, ისე დღევანდელი ადამიანის გამორჩეული თვისება მობილურობაა. პირველყოფილ ადამიანს საკვებისა თუ უკეთესი პირობების ძიებისას უდიდესი მანძილების დაფარვაში თვითრეგულირებადი მეტაბოლიზმი, მაგ: ოფლის გამოყოფის უნარი, დაეხმარა.
10. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შედეგად ადამინმა სულ მოკლე ხანში აითვისა ამერიკის კონტინენტიც და ავსტრალიაც. მართლაც პალეოლითის ეპოქის დასასრულისათვის 10-12 ათასი წლის წინ, არქტიკიდან სამხრეთ აფრიკამდე და ავსტრალიიდან _ტიერა დელ ფუეგომდე არსებული ხმელეთი, თუმცა მეჩხერად, მაგრამ მაინც დასახლებული იყო. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, პალეოლითის დასასრულს ჰომო საპიენს საპიენსის სახეობა მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით 20 მილიონის, ზოგის აზრით _ კი 10 მილიონის ფარგლებში მერყეობდა.