Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 24 February 2018


ურარტუ


   ურარტუ მოიცავდა ურმიისა და ვანის ტბების მიმდებარე მიწა-წალს (დღევანდელი თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიის მცირე ნაწილს). ურარტუმ იარსება ძვ.წ. IXსაუკუნიდან ძვ.წ. VI-საუკუნემდე. მისი დედაქალაქი იყო ტუშფა, რომელიც ვანის ტბის სანაპიროზე მდებარეობდა. პირველ ცნობებს ურარტუელების შესახებ ვხვდებით ასურეთის მეფეების ლაშქრობების აღმწერ წარწარებში. ასურელები ურარტუს ურუატრის სახელით მოიხსენიბდნენ. ძვ.წ. IX ს-ში ურარტუელებმა შექმნეს ერთიანი სახელმწიფო.
ტერიტორიული სიახლოვის გამო ურარტუელებსა და ასურელებს შორის საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ხასიათის ურთიერთობები მყარდებოდა. მაგალითად: ლურსმული დამწერლობა ურარტუელებმა ასურელებისაგან გადმოიღეს, მაგრამ მათი რთული ნიშნები საგრძნობლად შეამცირეს და თავის ენას მიუსადაგეს.
    ურარტუს უმთავრეს მოწინააღმდეგედ მაინც ძლევამოსილი ასურეთი რჩებოდა – მასთან ბრძოლა კი რამდენიმე საუკუნეს გაგრძელდა. ურარტუ ყველაზე ძლიერი ძვ.წ. VIII საუკუნეში იყო, მეფეების _ მენუას, არგიშთი I-სა და სარდურ II-ის მმართველობის ხანაში. რადგან ურარტუს სამხრეთიდან ასურეთი ესაზღვრებოდა, ამიტომ ამ მიმართულებით საზღვრების გაფართოება მისთვის შეუძლებელი იყო. ამიტომ ურარტუს მბრძანებლები უფრო მეტად დასავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების დაკავებას ცდილობდნენ და საკმაოდ წარმატებულადაც. 
  ურარტუს მეფეებმა შექმნეს მრავალრიცხოვანი კარგად შეიარაღებული ჯარი. ჩრდილოეთით ლაშქრობისას მათ,  შეტაკებები უხდებოდათ ქართველთა წინაპრების მიერ შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებებთან: ჯერ დიაოხთან, შემდეგ კოლხასთან. კერძოდ, ამიერკავკასიაში ხშირად ლაშქრობდნენ ურარტუს მეფეები: მენუა, არგიშთი I და სარდურ II.
  ძვ.წ. VII საუკუნეში კი, ასურეთის ძლიერების მზე თანდათან ჩაესვენა და ის ურარტუსათვის უკვე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა. სამაგიეროდ ძვ.წ. VIII საუკუნის 20-იან წლებში კოლხასა და ურარტუს ჩრდილოეთიდან თავს დაატყდა საშიში მტერი. ურარტუში, შავი ზღვის სანაპიროების გავლით, ჩრდილოეთიდან ამიერკავკასიაში მომთაბარე მეომარ კიმერიელთა მრავალრიცხოვანი ტომები შემოიჭრნენ. მათ მოჰყვნენ ჩრდილოკავკასიიდან დაძრული სკვითები. კიმერიელებთან ბრძოლაში კოლხა დაეცა და ჯერი ურარტუზე მიდგა. ურარტუელებმა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი ლაშქარი გამოიყვანეს, მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. კიმერიელებმა ურარტუელები დაამარცხეს, მათი ლაშქარი კი თითქმის მთლიანად გაანადგურეს. კიმერიელებთან  მარცხს ურარტუელების დასუსტება და დაცემა მოჰყვა. ერთ საუკუნეზე მეტ ხანს იბრძოდა ურარტუელი ხალხი დამოუკიდებლობისათვის
   ამასობაში კი წინა აზიაში ძალთა თანაფარდობა მკვეთრად შეიცვალა და ასპარეზზე  გამოჩნდა მიდიის სამეფო, რომელმაც ძვ.წ. VI საუკუნის დასაწყისში დაამარცხა ურარტუს უკანასკნელი მეფე რუსა II და ძვ.წ. 590 წელს დაიკავა ურარტუს დედაქალაქი ტუშპაც. სწორედ ძვ.წ. 590 წელს საბოლოოდ გაანადგურა დასუსტებული ურარტუ.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -