Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday 11 April 2018
თემურ-ლენგის ლაშქრობები
გიორგი ბრწყინვლე გარდაიცვალა 1346 წელს. საქართველოს სამეფო ტატი დაიკავა მისმა ძემ, დავით IX-ემ (1346-1360 წწ). 1360 წელს სამეფო ტახტზე დავით IX-ის ძე ბაგრატ V ავიდა (1360-1393 წწ). ბაგრატ V-ის მეფობის პირველ პერიოდში, ისევე, როგორც მამამისის მმართველობის ჟამს, საქართველოს სერიოზული სიძნელეები არ შექმნია არც ქვეყნის შიგნით და არც საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ მშვიდობიანობის ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1386 წელს საქართველოში თემურ-ლენგი შემოიჭრა.
თემურ-ლენგი წარმოშობით ბარსალთა გათურქებული მონღოლური ტომიდან იყო. თავიდან იგი ემსახურებოდა მდინარეების, სირდარიასა და ამუდარიას შორის მდებარე ქვეყნის, მავერანნაჰრის მმართველს, ელიას-ხოჯას და დუმნის უფროსი იყო. მალე თემური დაუკავშირდა სამარყანდის ემირს ჰუსეინს და გადაწყვიტეს ერთიანი ძალებით დაემარცხებინათ ელიას-ხოჯა. თავდაპირველად მათ მარცხი იწვნიეს დ თავს გაქცევით უშველეს. თემურმა ცოლად მოიყვანა ჰუსეინის და. გარკვეული პერიოდი ისინი ყაჩაღობით ირჩენდნენ თავს. ერთ-ერთი შეტაკების დროს თემური დაიჭრა და დაკოჭლდა, ამის გამო მას "ლენგი" ანუ კოჭლი შეარქვეს. საბოლოოდ თემურმა და ჰუსეინმა მოახერხეს ელიას-ხოჯას დამარცხება და მის ქვეყანაში გაბატონდნენ. არცთუისე დიდი ხნის შემდეგ თემურ-ლენგმა ცოლისძმა მოკლა და ერთპიროვნული მმართველი გახდა. მან ემირის ტიტული მიიღო და მიზნად დაისახა ჩინგიზ-ყაენის იმპერიის აღდგენა. თავი სამფლობელოებს იგი ჩინგიზ-ყაენის შთამომავლების სახელით მართავდა. დასახული მიზნის აღსრულებაში თემურ-ლენგის მთავარი მოწინააღმდეგე ოქროს ურდო იყო. ამასთანავე თემურ-ლენგს ასევე სურდა ხელში ჩაეგდო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო გზები. ეს კი აუცილელად გამოწვევდა ოქროს ურდოსთან შეჯახებას. ამდეენად, ამ ორი დიდი სამხედრო ძალის შეტაკება გარდაუვალი იყო.
ამ დროს ოქროს ურდოს ყაენი იყო თოხთამიში. თოხთამიში თემურ-ლენგს აზერბაიჯანს ეცილებოდა. თემურ-ლენგი მკაცრად უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს, არაფრად მიაჩნდა მთელი ხალხების ფიზიკური განადგურება, აყვავებული ქალაქებისა და სოფლების მიწასთან გასწორება. ხშირად მისი ბრძანებით ადამიანთა მოკვეთილი თავებისაგან ათეულობით კოშკს აგებდნენ, ათასობით ადამიანს მიწაში ცოცხლად მარხავდნენ ანდა კედლებში ატანდნენ დუღაბთან ერთად. აი ასეთი მტარვალი დამპყრობელი საქართველოს რვჯერ შემოესია და ველური ენერგიით ცდილობდა ქვეყნის საბოლოოდ დამორჩილებას ან მოსპობას. ბაგრატ V-ემ თოხთამიშსა და თემურ-ლენგს შორის არჩევანი ოქროს ურდოს ყაენზე შეაჩერა და მისი მოკავშირე გახდა. სხვა გამოსავალი არც არსებობდა. თემურ-ლენგთან ბრძოლა უაზრობა იყო, ხოლო მასთან მოლაპარაკება _ ძალზედ სააეჭვო. თოხთამიშიც დაინტერესებული იყო საქართველოსთან მოკავშირებოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კავკასიონის გადმოლახვა ძალიან გაუჭირდებოდა. თემურ-ლენგის ლაშქრობათა ქრონოლოგია ასეთია:
I ლაშქრობა _ 1386 წელი. თემურ-ლენგის საქართველოში პირველი შემოსვლის მიზეზი სწორედ ბაგრატისა და თოხთამიშის მოკავშირეობა იყო. 1386 წლის გვიან შემოდგომაზე, აზერბაიჯანის დალაშქვრის შემდეგ საქართველოში შემოიჭრა. ამ დროს კავკასიონზე თოვლი იდო და თოხთამიშს ბაგრატის დახმარება გაუჭირდებოდა. თემურის ურდოებმა ალყა შემოარტყეს თბილისს და სასტიკი, სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ აიღეს ქალაქი. ლენგმა დაატყვევა ბაგრატ V, დედოფალი ანა, უფლისწული დავითი და თავისთან, ყარაბაღში წაიყვანა.
II ლაშქრობა _ თემური ფორმალურად გამაჰმადიანებულ ბაგრატ V ენდო და 12 000-იანი ჯარი გაატანა საქართველოს დასამორჩილებლად. ამ ჯარს ვიწრო ხეობაში დაუხვდნენ გიორგი და კონსტანტინე ბატონიშვილები და გაანადგურეს, ტყვეებიც დაიხსნეს. ამ ამბით განრისხებულმა ლენგმა გაზაფხულზე დიდი ჯარი გამოგზავნა.
III ლაშქრობა _ 1393 წელს გარდაიცვალა ბაგრატ V. საქართველოს ტახტი დაიკავა მისმა ძემ გიორგი VII-ემ (1393-1407 წლები). ამ დროს თემურ-ლენგი თთოხთამიშ-ხანის დამარცხებისა და შუა აზიის დაკავების შემდეგ 40 000-ინი ჯარით საქართველოს შემოესია, ამჯერად სასტიკად ააოხრა სამცხე;
IV ლაშქრობა _ თემურ-ლენგმა ამჯერად დალაშქრა თრიალეთი და არაგვის ხეობა.
V ლაშქრობა _ ამ წელს თემურ-ლენგი 100 000-იანი ლაშქრით 1 თვე არბევდაკახეთ-ჰერეთს. მტერს მამაცურად ებრძოდა ხიმშია ერისთვი, მაგრამ ვერაფერი გააწყო;
VI ლაშქრობა _ ეს ლაშქრობა ყველაზე დამანგრეველლი იყო. მტერმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო მოაოხრა.1401 წლის სექტემბერში შამქორში დაბანაკებულ თემურლენგთან მივიდნენ გიორგი VII-ის ელჩები.
დაიდო შამქორის ზავი შემდეგი პირობებით:
1)საქართველო გადაიხდიდა ხარკს;
2)მოთხოვნისთანავე გამოიყვანდა ჯარს;
3)არ ჩაკეტავდა გზებს;
4)ქართველები არ შეავიწროვებდნენ მუსლიმებს;
5)მუსლიმურ ქვეყნებში ქართველები აშკარ ად არ შეასრულებდნენ ქრისტიანულ წესებს; 6)სანაცვლოდ საქართველო თემურისაგან ღებულობდა უსაფთხოების პირობას;
VII ლასშქრობა _ ზავის დადების მიუხდავად თემურლენგმა 1402 წელს დაანგრია თორთომის ციხე და ამოჟლიტა 200 ქართველი მეციხოვნე;
VIII ლაშქრობა _ 1403 წლის ზაფხული.. ეს იყო თემურ-ლენგის უკანასკნელი შემოსევა საქართველოში. საბაბი გახდა ხარკის გადაუხდელობა. მძიმე ბრძოლის შემდეგ თემურმა აიღო ბირთვისის ციცაბო და მიუდგომელი ციხე. სექტემბერ-ოქტომბერში ლენგმა დასავლეთ საქართველოში ლაშქრა, მაგრამ დაზამთრების შიშით თავადვე სთხოვა ზავი გიორგი VII-ეს. აღდგა შამქორის ზავის პირობები. ახალი ზავის პირობით საქართველო ხდებოდა ვასალური ქვეყანა. 1405 წელს ჩინეთის დასაპყრობად მიმავალი თემურ-ლენგი გზაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სამარყანდში, ხოლო მის მიერ შექმნილი სახელმწიფო მალევე დაიშალა. ამიერკავკასიის ხალხებმა დაუყოვნებლივ გადაიგდეს ქედიდან დამპყრობთა მორჩილების უღელი და გამანთავისუფლებელი ბრძოლები გააჩაღეს. ამ ბრძოლების მედროშე საქართველოს მეფე გიორგი VII იყო.
თემურ-ლენგის ლაშქრობებს უაღრესად მძიმე შედეგები მოჰყვა. თემურის ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოს მოსახლეობის გამუსლიმანება წარმოადგენდა. წინაარმდეგობის გამო ის უმოწყალოდ ხოცავდა ქრისტიანებს, ტყვედ მიჰყავდა ისინი, განსაკუთრებით ოსტატ-ხელოსნები, მხატვრები, მწიგნობრები და თავისი სამეფოს ინტერესებისათვის იყენებდა. ყოველივე ამის შედეგად კატასტროფულად შემცირდა მოსახლეობა. ლენგის შემოსევები უპირველესად მძარცველურ ხასიათს ატარებდა. დაპყრობილი ქვეყნების მიწებს ის ურიგებდა საკუთარი საგვარეულოს წარმომადგენლებს და ერთგულ ქვეშევრდომებს. ამ მიწების მფლობელები სარგებლობდნენ ადმინისტრაციული, საგადასახადო და სასამართლო შეუვალობით, სმაგიეროდ საკუთარი რაზმებით უნდა ხლებოდნენ თემურს ლაშქრობებში.
თემურ-ლენგის შემდეგ ქართველებს მოუხდათ ბრძოლა ირანის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. შავბატკნიან და თეთრბატკნიან თურქმანულ სახელმწიფოებთან. შავბატკნიანი თურქმანების დროშაზე შავი ბატკანი იყო გამოსახული, ამიტომ მას ყარა ყოინლუსაც უწოდებენ, რაც შავ ბატკანს ნიშნავს. შავბატკნიანებთან ბრძოლებში დაიღუპა საქართველოს ორი მეფე _ გიორგი VII და მისი ძმა კონსტანტინე I. რაც შეეხება თეთრბატკნიანებს, მათ დროშაზე თეთრი ბატკანი იყო გამოსახული ანუ აღ-ყოინლუ. მათი სახელმწიფო წარმოიშვა XV საუკუნის II ნახევარში, ხოლო მეთაური იყო უზუნ-ჰასანი.
1412 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ალექსანდრე I კონსტანტინეს ძე "დიდი" (1412-1442 წწ). მეფემ მიწასთან გასწორებული და განადგურებული ქვეყნის აღდგენა დაიწყო. ამისათვის მან 1425 წელს მთელ სამეფოში დროებთი ყოველწლიური გადასახადი შემოიღო, რომელიც თითოეულ კომლს (ოჯახს) უნდა გადაეხადა. შემოსული სახსრებით ალექსანდრე I განადგურებული ციხე-ქალაქების და ეკლესია-მონასტრების აშენებას შეუდგა. ამ საქმეების გამო ხალხმა მეფეს ალექსანდრე დიდი უწოდა.
1442 წელს საქართველოს სამეფო ტახტის გამო განხეთქილება მოხდა, ამიტომ ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა. ტახტი დაიკავა მისმა უფროსმა ვაჟმა ვახტანგ IV-ემ. თავისი ხანმოკლე მეფობა ვახტანგმა შავბატკნიანი თურქმანების წინაარმდეგ გაატარა. 1446 წელს საქართველოს სამეფო ტახტი დაიკვა მისმა ძმამ გიორგი VIII-ემ.