Posted by : ლელა კაკაშვილი
Saturday, 3 March 2018
“ცივი ომი” და მისი მიზეზები
1945 წელი მსოფლიო ისტორიაში ითვლება ატომური ხანის ათვლის წერტილად. ადამიანმა ისწავლა ატომური ენერგიის გამოყენება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა მხოლოს მშვიდობიანი მიზნებისათვის. ადამიანმა შექმნა ისეთი იარაღი, რომლითა შესაძლებელი გახდა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის მოსპობა. ამიერიდან მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავდა ატომური იარაღის არსებობა. შესაბამისად შეიცვალა პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა მსოფლიოში. გაჩნდა სრუალიად ახალი ისტორიული მოვლენა და მისი გამომხატველი სათანადო ტერმინი _ “ზესახელმწიფო”. ეს “წოდება” მსოფლიოს ორმა უძლიერესმა სახელმწიფომ _ აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა დაიმსახურა. “ზესახელმწიფო” ისეთი სახელმწიფოა, რომლის ტერიტორია, სამხედრო-პოლიტიკური და ადმიანური შესაძლებლობები აღემატება სხვა სახელმწიფოსას.
1946 წლის 5 მარტს, უინსტონ ჩერჩილი სიტყვით გამოვიდა ამერიკის ქალაქ ფულტონში (მისურის შტატი), სადაც პირველად ახსენა “რკინის ფარდა”, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩამოუშვა შუა ევროპაში, მის მიღმა ყველანაირ ბოროტებას სჩადის და გეგმავს, რომ “თავისუფალ სამყაროს” ე.ი. დასავლეთის ქვეყნებს, თავს მოახვიოს თავისი ცხოვრების წესი. ჩერჩილის ამ განცხადებას მოჰყვა 1946 წლის 14 მარტს სტალინის საპასუხო კრიტიკული წერილი გაზეთ “პრავდაში”. ამ ტერმინით ჩერჩილმა ხაზი გაუსვა II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ რეალობას _ ორ ნაწილად გაყოფილ ევროპას. ეს მდგომარეობა შენარჩუნდა საბჭოთა კავშირის დანგრევამდე (1946-1991 წწ).
“ფულტონის სიტყვა” მიჩნეულია “ცივი ომის” გამოცხადებად. “ცივი ომი” ეწოდა მწვავე იდეოლოგიურ და პოლიტიკურ დაპირისპირებას ერთის მხრივ აშშ-სა და დასავლეთის სახელმწიფოებს და მეორეს მხრივ სსრკ-სა და მის მოკავშირეებს შორის გამალებულ შეიარაღების სფეროში , ეკონომიკაში, კოსმოსის ათვისებაში, სპოტშიც კი. თერმობირთვული კატასტროფის შიშით დაპირისპირებულ მხარეებს უშუალოდ ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ, ანუ საქმე “ცხელ ომამდე” არ მიუყვანიათ. გაყოფილი გერმანია და ბერლინი კი ამერიკა-საბჭოთა კავშირის მძაფრი დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა.
ისმის კითხვა _ რა გახდა “ცივი ომის” დაწყების მიზეზი?
1. აშშ-მ თავისი შეხედულება ახალ მსოფლიო წესრიგზე ჩამოაყალიბა “ერთიანი მსოფლიოს” (Oნე ჭორლდ) კონცეფციის ანუ შეხედულებათა სისტემის სახით, რომელიც საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობასაც გულისხმობდა. “ერთიან მსოფლიოში” მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი უნდა გამხდარიყო “ერთიანი თავისუფალი ბაზარი” (Oნე მარკეტ). სწორედ აქ გაჩნდა წინააღმდეგობა, რომელიც “ცივი ომის” ერთ-ერთი მიზეზი გახდა. კერძოდ, “თავისუფალი ბაზარი” კარს უღებდა ამერიკულ ეკონომიკურ იმპერიალიზმს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ახლადმოპოვებულ ბაზრებს კი შენარჩუნება უნდოდა. ასე რომ ეს რეგიონები დაზღვეული არ იყო აშშ-ს პოლიტიკური და ზოგჯერ კი სამხედრო გავლენისაგან.
2.”ცივი ომის” დაწყების მიზეზი ასევე გახდა საბჭოთა ექსპანსიონიზმი. საბჭოთა კავშირმა უგულებელყო “ატლანტიკის ქარტიის” ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და შელახა ერთა თვითგამორკვევის უფლება, მან დაიწყო საკუთარი გავლენის სფეროს მოპოვება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ამ რეგიონის სახელმწიფოებში ქმნიდნენ კრემლის მორჩილ რეჟიმებს.
3. გარდა ამისა ჩამოყალიბდა კომუნისტური აგენტურა, რომელიც საიდუმლოდ მუშაობდა ქვეყნებსა ან ორგანიზაციაში ამ უკანასკნელთა მტრების სასარგებლოდ.
როგორც ვხედავთ ჩერჩილის თქმით “აღმოსავლეთ ევროპას რკინის ფარდა ჩემოეფარა” ბალტიკიდან ადრიატაკამდე. დასავლეთი კი თავის მხრივ შეიპყრო კომუნიზმის გავრცელების შიშმა და ჩერჩილმა ფულტოში გამოსვლისას მოუწოდა მსოფლიოს თავისუფალ ერებს ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ კომუნიზმის წინააღმდეგ.