Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 2 February 2018


მეზოლითი
     დაახლ. 10 თუ 12 ათასი წლის წინ, უკანასკნელ კონტინენტურ მყინვართა ლღობამ უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული და კლიმატური ცვლილებები გამოიწვია _ განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ამ მოვლენებმა გჰადამწყვეტი როლი შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში, მას მეზოლითი ეწოდა.. ევრაზიის კონტინენტზე მეზოლითი ძვ.წ. XII-V ათასწლეულებიტაა დათარიღებული, საქართველოში ეს ეტაპი სავარუდოდ ძვ.წ. X-IX ათასწლეუელებით განისაზღვრება.

    ჰავის გატენიანებას ბევრი იმ ძუძუმწოვრის გადაშენება მოჰყვა, რომლებიც გვიანი პალეოლითის დროის მონადირეთათვის საკვების მთავარ წყაროს წარმოადგენდა. გრძელბეწვა მამონტიცა და ბალნიანი მარტორქაც გაწყდა, ხოლო ცხენირმები ჩრდილოეთისაკენ, თავიანთი დღევანდელი საცხოვრისისაკენ დაიძრნენ. ჩრდილოეთ აფრიკა და ცენტრალური აზია კი მნიშვნელოვნად გაუდაბნოვდა, იქაური მაცხოვრებლებიც იძულებულნი გახდნენ, ადგილი შეეცვალათ და ცხოვრების ახალ წესსაც შეჰგუებოდნენ _ და ეს მაშინ, როცა ალპების ჩრდილოეთით დაბურული ტყეები გაჩნდა, ხოლო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მთები და გორაკები მწვანით შეიმოსა.
    მყინვართა უკანდახევიდან 4-5 ათასწლეულის განმავლობაში, ასევე იჩინა თავი მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა _ განსაკუთრებით მახლობელ და შუა აღმოსავლეთში. ქვის იარაღები (ისევე როგორც ხელოვნებისა თუ საკულტი ნაკეთობები) უფრო და უფრო დახვეწილი გახდა. ქვის თლამ და დამუშავებამ ადრინდელი, მტვრევისა და წამახვის მეთოდები შეცვალა.
    უძველესი ადამიანის ისტორიაში მეზოლითი, უპირველეს ყოვლისა, მშვილდისრის გამოგონებითაა ცნობილი. მშვილდისრის გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ადამიანი საბოლოოდ გაბატონდა ცხოველთა სამყაროზე: ახლა მას შეეძლო შორი მანძილიდან განეგმირა თავისი მსხვერპლი.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -